"ტორპედომ" ამჯერად წააგო

AutoSharing Option
გუშინ ქუთაისის "ტორპედომ" ანთალიაში მეოთხე საკონტროლო მატჩი ვარაზდინის "ვარტექსთან" ჩაატარა, რომელიც ხორვატიის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.

ეს "ტორპედოს" ბოლოსწინა სპარინგმატჩი იყო ამ შეკრებაზე. ქუთაისელებმა ვერც წინა სამი მოიგეს, სამივე ფრედ დაასრულეს, ამჯერად კი დამარცხდნენ - "ვარტექსმა" 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, მაჭავარიანი, თოდუა, ჩიკვილაძე, თარხნიშვილი, ქებაძე, ბაკურაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე, კვარაცხელია.

"ტორპედო" ბოლო ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან გუზარის "შორტანთან" გამართავს, სადაც ორი წლის წინ ქუთაისელთა ფორვარდი გია მეგრელაძე თამაშობდა. ამჟამად უზბეკების კარს ახალგაზრდული ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი მეკარე
მიხეილ ალავიძე იცავს.

სხვათა შორის, ალავიძე "ტორპედოს" მარცხენა მცველის, თენგიზ ჩიკვილაძის უახლოესი ნათესავია. ასე რომ, ანთალიაში ერთმანეთს ნათესავებიც დაუპირისპირდებიან.

"შორტანი" ანთალიურ შეკრებამდე მოსკოვის "სპარტაკისა" და უზბეკეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ჯაფარ ირისმეტოვით გაძლიერდა.

გია გიგატაძე და კომპანია ქუთაისში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული