მატჩის შემდეგ რუსთაველები სასტუმროდან პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრნენ და კლუბის პრესატაშე შოთა შერმადინმა ტურნირზე მხოლოდ მცირედი ინფორმაცია მოგვაწოდა.
"სასიხარულოა, რომ სამთა ტურნირი მოვიგეთ. პირველ მატჩში ბულგარულ "აკადემიკს" 1:0 მოვუგეთ. ერთად-ერთი გოლი რევაზ გეწაძემ მე-5 წუთზე გაიტანა. მეორე თამაში შვეიცარიულ "ვილთან" გვქონდა, სათამაშო დრო 0:0 დასრულდა. ტურნირი იტალიური სისტემით გაიმართა, თითო მატჩი 45-წუთიანი იყო, ფრედ
"ოლიმპი" საქართველოში დღეს, 2 თებერვალს გამთენიისას უნდა ჩამოფრენილიყო და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე მზადებას რუსთავში გააგრძელებს.
ამგვარად, თორნიკე მაისურაძისა და შვეიცარიელი ფიზმომზადების სპეციალისტის, ოლდრიხ შვაბის გაწვრთნილ-მომზადებულმა "ოლიმპმა" სასიამოვნოდ გაგვაოცა და ანთალია ისე დატოვა ერთხელ არ წაუგია. უფრო სწორედ, მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო, ყველა დანარჩენში კი გამარჯვებული დარჩა: თურქულ "ისტანბულთან" (4:0), შვეიცარიულ "სერვეტთან" (3:2) და ასევე შვეიცარიულ "კიასოსთან" (1:0), "აკადემიკთან" 1:0 და "ვილთან" პენალტების სერიაში (5:4). არადა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონს სუსტი მეტოქეები ჰყავდა.
და ბოლოს, გადაწყვეტილი ამბავზეც მოგახსენებთ: ესტონეთის ჩემპიონი "ფლორა" რუსთაველთა წინადადებას დათანხმდა და ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი საქართველოში ნახევარწლიანი იჯარით გამოუშვა.