სამტრედიის კულტურის სახლში ხალხი შუადღისას შეიკრიბა, აქცია კი ერთ საათს გაგრძელდა. კლუბის თანადგომის სურვილი მრავალმა ადამიანმა გამოხატა, უმთავრესად, უბრალო ხალხმა - ბოლო მონაცემებით, 11 ათასი ლარი შეგროვდა.
თუმცა აქცია ამით არ დასრულებულა. ფულიანმა გულშემატკივრებმა გუშინ გამოჩენა არ ისურვეს, მაგრამ ორგანიზატორებს აცნობეს, რომ თანხას პირადად გადასცემენ.
.