11 ათასი ლარი ხალხისგან!

AutoSharing Option
გუშინ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს, რომლის მიზანი გაჭირვებაში ჩავარდნილი "სამტრედიის" ფინანსური დახმარება იყო.

სამტრედიის კულტურის სახლში ხალხი შუადღისას შეიკრიბა, აქცია კი ერთ საათს გაგრძელდა. კლუბის თანადგომის სურვილი მრავალმა ადამიანმა გამოხატა, უმთავრესად, უბრალო ხალხმა - ბოლო მონაცემებით, 11 ათასი ლარი შეგროვდა.

თუმცა აქცია ამით არ დასრულებულა. ფულიანმა გულშემატკივრებმა გუშინ გამოჩენა არ ისურვეს, მაგრამ ორგანიზატორებს აცნობეს, რომ თანხას პირადად გადასცემენ.






.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საღოლ საღოლ ფანობაც ესეთი უნდა იმედია ღირსეულად ითამაშებენ ამ წრეში და ვინმე მიაქცევს ყურადღებას
0
საღოლ კალაძეს.
alexandr
21:32 03-02-2011
0

სიახლეები პოპულარული