გიორგი რეხვიაშვილს გული უცხოეთისკენ მიუწევს

AutoSharing Option
დეკემბერში რუსთავის "ოლიმპში" საკადრო რევოლუცია მოხდა, გაათავისუფლეს: ვიცე-პრეზედენტი, დირექტორი, პრესატაშე, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და სხვანი.

დირექტორად დანიშნულმა თორნიკე მაისურაძემ, რომელიც რეალურად მთავარი მწვრთნელია, მაშინვე თქვა, რომ სამი და ექვსთვიანი კონტრაქტების დრო დასრულდა, ფეხბურთელებს ხანგრძლივი ხელშეკრულებებს შევთავაზებთო.

მიზანი გასაგებია: ყოველ ნახევარ წელიწადში შემადგენლობის ცვლა კლუბზე უარყოფითად აისახებოდა, ფეხბურთელები არათუ შეთამაშებას, ერთმანეთის გაცნობასაც ვერ ასწრებდნენ, რომ ისევ ახალი გუნდი ყალიბდებოდა, რუსთაველი გულშემატკივარი კი ფეხბურთელთა გვარებს ვერც იმახსოვრებდა. ხანგრძლივი კონტრაქტები კი გუნდის სტაბილურობისა და შეთამაშების ერთ-ერთი წინაპირობაა.

თურქეთიდან დაბრუნებულმა "ოლიმპის" დირექტორმა ჩანაფიქრის განხორციელება
დაიწყო - მან ყველა მოთამაშეს მინუმუმ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება შეთავაზა. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაელაპარაკნენ მათაც, ვინც კლუბში დატოვეს.

შევიტყვეთ, რომ წინადადებას ყველა დათანხდმა, გამონაკლისი მხოლოდ გიორგი რეხვიაშვილია, რომელიც ჯერ თავს იკავებს. 22 წლის ცენტრალურ მცველს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უცხოეთში წასვლა სურს. დეკემბერში გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ გიორგის ისრაელში ჰაიფას "მაქაბი" იწვევდა, მაგრამ რუსთავის "ოლიმპმა" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე არ გაუშვა.

გიორგის უცხოეთში წასვლაზე ხელი დღემდე არ აუღია. სპეციალისტების აზრით, რეხვიაშვილი საქართველოს კვალობაზე ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშეა და საქართველოს კვალობაზე საკმაოდ მდიდარ კლუბს მასთან შელევა არ სურს - მეორე ეტაპზე "ოლიმპი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული