"ტორპედო" თურქეთიდან მოუგებლად მოდის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრება მოუგებლად დაასრულა. გია გიგატაძის გუნდმა ბოლო, მეხუთე საკონტროლო მატჩში უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან გუზარის "შურტანთან" 1:2 წააგო.

უზბეკებმა პირველ ტაიმში ორჯერ ისარგებლეს მოწინააღმდეგის შეცდომით და 2:0 დაწინაურდნენ.

"ტორპედოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მეორე ნახევარში ქუთაისელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს: 72-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო.

თუმცა, ვერ გეტყვით, ჩიკვილაძემ გოლი ნათესავს, მიხეილ ალავიძეს გაუტანა თუ უზბეკთა კარში სხვა იდგა. შეგახსენებთ, რომ ალავიძე "შურტანის" კარს უკვე მეორე წელია იცავს.

ინფორმაციის გა
დასამოწმებლად უზბეკური კლუბის ვებგვერდზე შევედით და იქ წაკითხულმა დაგვაბნია - "შურტანის" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გუნდი 2 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგელ მახაჩყალის "ანჟის" შეხვდა და 0:2 წააგო. სხვათა შორის, მიხეილ ალავიძემ პენალტი მოიგერია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უზბეკები ორი შემადგენლობით ორ მეტოქეს ეთამაშნენ, მაგრამ რატომ არაფერი დაწერეს საკუთარ ვებგვერდზე, გაუგებარია.

ჩიკვილაძის გოლის შემდეგ საგოლე მომენტები ნიკა საბანაძეს, გია მეგრელაძეს და ირაკლი დოლიძესაც ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა გაიტანა. საბოლოოდ, "ტორპედო" 1:2 დამარცხდა.

"ტორპედო": ქვილითაია, ფოფხაძე (46. დოლიძე), ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, სეთურიძე, დიღმელაშვილი, ქებაძე(46. დათუნაიშვილი), ჩხეტიანი (46. მაისურაძე), მეგრელაძე, გოცირიძე (65. საბანაძე).

გუნდი ქუთაისში ხვალ დაბრუნდება.





.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ გიორგ ჯერ შეთამაშდებიან და მერე დავიწყებთ!
vvvvv
17:23 04-02-2011
0
არაუშავს მთავარია შეთამაშდენ და 3 წრისთვის მზად იქნებიან აბა მიდით ლომებო თასი გვინდა წეეეელს:*
giorga
11:21 04-02-2011
0

სიახლეები პოპულარული