უზბეკებმა პირველ ტაიმში ორჯერ ისარგებლეს მოწინააღმდეგის შეცდომით და 2:0 დაწინაურდნენ.
"ტორპედოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მეორე ნახევარში ქუთაისელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს: 72-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო.
თუმცა, ვერ გეტყვით, ჩიკვილაძემ გოლი ნათესავს, მიხეილ ალავიძეს გაუტანა თუ უზბეკთა კარში სხვა იდგა. შეგახსენებთ, რომ ალავიძე "შურტანის" კარს უკვე მეორე წელია იცავს.
ინფორმაციის გა
ჩიკვილაძის გოლის შემდეგ საგოლე მომენტები ნიკა საბანაძეს, გია მეგრელაძეს და ირაკლი დოლიძესაც ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა გაიტანა. საბოლოოდ, "ტორპედო" 1:2 დამარცხდა.
"ტორპედო": ქვილითაია, ფოფხაძე (46. დოლიძე), ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, სეთურიძე, დიღმელაშვილი, ქებაძე(46. დათუნაიშვილი), ჩხეტიანი (46. მაისურაძე), მეგრელაძე, გოცირიძე (65. საბანაძე).
გუნდი ქუთაისში ხვალ დაბრუნდება.
.