ირაკლი კლიმიაშვილი - "ანჟი" თუ "ოლიმპი"?

AutoSharing Option
მახაჩყალის "ანჟიში" ხუთი ქართველი ვარჯიშობს და ამაზე "ლელო" უკვე წერდა. თურქეთში კლუბმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩერნოგორიის "ზეტასთან" გამართა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ 75-ე წუთზე გაიტანა - ის მეტოქის საჯარიმოში მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა.

ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეკარე ნუკრი რევიშვილმა ითამაშა, ილურიძე და გასინჯვაზე მყოფი ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი ჩელებაძე, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ. ეს უკანასკნელი 70-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კლიმიაშვილის ამბავი გამოდგა. ბოლო ცნობით, თუ ირაკლი "ანჟიში" არ დარჩება, მას
რუსთავის "ოლიმპი" დაიმატებს. გუშინ რუსთაველთა ხელმძღვანელებმა კლიმიაშვილისადმი ინტერესი დაგვიდასტურეს, მაგრამ ისიც დასძინეს, ჯერ საკითხი ბოლომდე არ გარკვეულაო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ოლიმპში" გააგრძელებს კარიერას თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე, მაგრამ რუსთავულ კლუბში ეს არ დაგვიდასტურეს. 24 წლის ფეხბურთელი იანვარში ლუგანსკის "ზარიაში" ისინჯებოდა, მაგრამ, უკრაინელთა ინფორმაციით, ტრავმის გამო შეკრება დატოვა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული