"ტორპედო" "ჩხერიმელას" კიდევ ერთხელ გაეჯიბრება

AutoSharing Option
ანთალიური შეკრებიდან ქუთაისში დაბრუნებული "ტორპედო" გუშინ საღორიის ბაზაზე შუადღისას შეიკრიბა და ვარჯიში განაახლა. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლებამდე დღეებიღა დარჩა, მაგრამ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე საკონტროლო შეხვედრებით დარჩენილი დროის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს.

ორი შეხვედრა უკვე დაიგეგმა: 8 თებერვალს ქუთაისელები საღორიის საწვრთნელ ბაზაზე პირველი ლიგის ლიდერ მარტვილის "მერანს" შეხვდებიან, 10 თებერვალს კი - ხარაგაულის "ჩხერიმელას". სხვათა შორის, "ჩხერიმელა" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ქუთაისს მესამედ ესტუმრება. იანვრის ბოლოს ხარაგაულელები "ტორპედოს" დუბლშემადგენლობას ორჯერ შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ანთალიაში ბოლო საკონტროლო შეხვედრა "ტორპედომ" უზბეკურ
"შურტანთან" 1:2 წააგო, უზბეკების ქართველ მეკარე მიხეილ ალავიძესთან და ქუთაისელ ფეხბურთელებთან გადავამოწმეთ. გაირკვა, რომ "ტორპედომ" სინამდვილეში ყაზახურ კლუბ "ორდაბასთან" წააგო. კლუბი გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა.




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეეეეეჰ :D:D:D:D 14_ში 3 ქულა გვინდა ბიჭებო :P
gabro
15:25 07-02-2011
0

სიახლეები პოპულარული