სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები

AutoSharing Option
საერთოდ, გია ცეცაძე ლაღი და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და მისი გუნდები შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდნენ, მაგრამ გუშინ მისმა გაწვრთნილმა "სამტრედიამ" "საბურთალოსთან" მაინც განსაკუთრებული ანგარიშით მოიგო და თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

თბილისელების ასეთი კატასტროფული წაგების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ გუნდის 5 ფეხბურთელი ჩერნოგორიაში 19-წლამდელთა ნაკრებს ახლდა და საქართველოში 4 მარტს დაბრუნდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ირაკლი ბიძინაშვილმა და ლადო მამუჩაშვილმა ითამაშეს. გიორგი კოხრეიძე განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

განაცხადში ვერც მეკარე ოთო გოშაძე მოხვდა, რადგან დისკვალიფიცირებული
იყო. მეორე მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კი ჯერ "საბურთალოს" დუბლებში თამაშობს...

ფაქტი კი ის არის, რომ თბილისელებმა უმაღლეს ლიგაში სარეკორდო მარცხი იწვნიეს, ბოლო სამ შეხვედრაში კი სულ 17(!) გოლი გაუშვეს და უკვე ზედმეტია ლაპარაკი, რომ გუნდში ჩავარდნაა...

ანგარიში ლაშა შერგელაშვილმა მშვენიერი საჯარიმო დარტყმით გახსნა. მეორე გოლი "სამტრედიის" ცენტრალური მცველის, დაჩი ცნობილაძის ანგარიშზეა, რომელმაც კუთხურიდან გიგი იოსელიანის ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა - 2:0.

სამტრედიელებმა მე-3 გოლიც კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ავთო ენდელაძემ ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ჩაჰკიდა, სადაც დავით ჯიქიამ მცველებსაც დაასწრო, კიპერსაც და ზუსტად დაარტყა - 3:0.

მე-4 გოლს წინ "საბურთალოს" ფეხბურთელის გაგდება უსწრებდა. ჯიქიამ გაგი მარგველაშვილს გაასწრო და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა თბილისელმა მცველმა მოცელა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მთავარი არბიტრისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. მარცხენა ფლანგის შემტევმა შერგელაშვილმა კი ჯარიმა ისევ უნაკლოდ შეასრულა და დუბლი გაიფორმა - 4:0.

მერე თავი იოსელიანმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარში ნახევარბრუნით გააგზავნა - 5:0. მეექვსე გოლის ავტორი კი "სამტრედიის" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გახლავთ.

ასეთი კატასტროფული ანგარიშის მიუხედავად, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, "საბურთალო" არ ჩერდებოდა და პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდა. ეს რატი ცაცკრიალაშვილმა მოახერხა, მაგრამ მალე ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელია.

გულდაწყვეტილმა "საბურთალომ" ისევ გაიბრძოლა და ამჯერად სხვაობა გიორგი ხარაიშვილმა შეამცირა. მატჩის საბოლოო შედეგი კი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც სტუმართა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კარში გაგზავნა - 8:2.

ამ გამარჯვებით, "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონსა" და "ცხინვალს" გადაასწრო და მიმდინარე სეზონში პირველად აღზევდა სამეულში.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
07.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-საბურთალო 8:2
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (10), 2:0 ცნობილაძე (24. იოსელიანის პასით), 3:0 დ. ჯიქია (48. ენდელაძის პასით), 4:0 შერგელაშვილი (51), 5:0 იოსელიანი (61), 6:0 ზივზივაძე (63), 6:1 ცაცკრიალაშვილი (67), 7:1 ზივზივაძე (71), 7:2 ხარაიშვილი (72), 8:2 დათუნაიშვილი (82)
სამტრედია: მიგინეიშვილი, გ. მჭედლიშვილი (74. მთივლიშვილი), ცნობილაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი (57. ახალაძე), იოსელიანი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (62. შ. კერძევაძე), ა. ენდელაძე, ზივზივაძე, ჯიქია.
სათადარიგოები: მეშველიანი, ბ. ცინცაძე, გ. ჭეიშვილი, სანდოხაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ნადარაია, ელვინ ტერა, ბიძინაშვილი (36. ცაცკრიალაშვილი), ხორხელი (49. გვარაძე), ხარაიშვილი, გოშთელიანი (55. მამუჩაშვილი), ფანცულაია.
სათადარიგოები: სანიკიძე, სოფრომაძე, კოხრეიძე, რუხაძე
გაძევება: მარგველაშვილი (50)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10

XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 8 /
Reebs ....guadua vin ar ari magali klas treneriii? Cecadzis nari trenerebi neta bevri iyos. Am etapze samtrediaa dinamos shemdeg meore gundiaa da samtredia tu sheinarchuebs am bichebs da 3-4 seriozul pexburtels tu daimatebs chatvalet chempionia. Pizikurad samtredia yvela gunds jobia da kombinaciebze xo saertod ar maqvs saubarii... ubedureba isaa ro saburtalos da terjolis nairi gundebs umaglesshi araperi esaqmeba.
gia
08 მარტი 2016 15:29
0
თავში ჩხოვრებაში არაფერი ამვარდნია მე ვთქვი რო გუნდიც და მწვრთნელიც კარგად არიან შეწყობილითქო.გუნდმა ითამშა და მოიგო.სამტრედია კიდევ ბევრს გაუყენებს საბურთალოს გზას სამტრედიაში.
bebeto
08 მარტი 2016 15:20
0
ცეცაძე არაა უმაღლესი კლასის მწვრთნელი,ნუ აგივარდებათ უცბად თავში 8-2,ასეთი მატჩები როგორც წესი არაა მწვრთნელის დამსახურება,ეს მეტოქის უსუსურობის ბრალია.
მას ჯერ კიდევ გაზრდა უნდა, არათუ ეროვნულში მისი გადასვლა :) ის უკეთესი იქნება თუკი სხვა უფრო სუსტ გუნდში გადავა და თან გაიყოლებს სამტრედიიდან 4-5 იმ მოთამაშეს რომლებსაც ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე თამაში უჭირთ, ხოლო ევროპალიგაზე მათი გამოჩენა საერთოდ აბსურდია.
Guadua
08 მარტი 2016 15:04
0
კარგი გუნდია სამტრედია შემტევ ფეხბურთს თამაშობს,ერთი მინდა კიდევ ვთქვა იქნებ სამტრედიაში ბუნებრივი საფარი დააგონ და მერე უფრო კარგად ითამაშებენ,ყოჩაღ ცეცაძეს კარგი ნიჭიერი მწვრთნელია.
bebeto
08 მარტი 2016 15:01
0
ცეცაძე ეროვნულში !!!!
Neo
08 მარტი 2016 14:31
0
,,მაგრამ მალე ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელია.,,
gio
08 მარტი 2016 12:35
0
შემდეგი იქნება მეგრული წყვილი- მერანი + ზუგდიდი,მერე კი დილა :) და დესერტზე ბათუმი :)
jango
08 მარტი 2016 11:55
0
რა გოშაძეს ან ჩოჩიშვილს,რომ ეთამაშათ რაიმე შეიცვლებოდა?მოეშვით მიკრძოებულობას ბატო..ო სირგო.მთელ გუნდს აქვს კრიზისი.
თამაზი ცომაია
08 მარტი 2016 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული