უაზრო ბრალდებები წაგვიყენეს! - "მარკ სტარსი" ფეხბურთელების დაჭრის ფაქტს ეხმაურება

AutoSharing Option
მეორე ლიგის კლუბის, "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობამ გურჯაანის "ალაზანთან" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე "მარკ სტარსმა" გურჯაანის "ალაზანს" უმასპინძლა. შეხვედრა 84-ე წუთზე ჩაიშალა, რადგან მოედანზე "მარკ სტარსის" გულშემატკივრები შეიჭრნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, გარჩევები მოედნის გარეთ გაგრძელდა, სადაც "ალაზანის" 2 მოთამაშე - გიორგი მურველაშვილი და არჩილ ბოყაშვილი დაჭრეს.

გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა დააკავა.

"უპირველესად, გვინდა
ვთქვათ, რომ ჩხუბი პროვოცირებული არ ყოფილა "მარკ სტარსის" ფეხბურთელების მხრიდან. მატჩი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და გულშემატკივრის ჩართვა.

"მარკ სტარსი" ემიჯნება ამ ფაქტს და გმობს მომხდარს. ვიმედოვნებთ, გამოძიება სწრაფად გამოავლენს ინციდენტის მონაწილეებს და დასჯის.

ჩვენი მხრივ, გამოძიებას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი მასალა მივაწოდეთ, მაგრამ აქვე დავძენთ, რომ ინციდენტში მონაწილეობა "მარკ სტარსის" არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია - ჩხუბში გარეშე პირები იყვნენ ჩართულნი, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი მხოლოდ მათ განეიტრალებასა და დამშვიდებას ცდილობდნენ.

მომხდარს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გამოეხმაურნენ და უმრავლესობამ მხარდაჭერა აღგვითქვა", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ამავე დროს, "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"თანადგომასთან ერთად, იყო გამონაკლისები და ამ მძიმე ვითარებაში უაზრო ბრალდებები წაგვიყენეს - თითქოს, მსაჯებზე ზეწოლის შედეგია, რომ მათ არც ერთი ფეხბურთელი არ გააძევეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოედანზე ჩხუბში "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. ეს ფაქტი ვიდეორგოლში დადასტურებულია და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ამგვარ უპასუხისმგებლო და შეურცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ვიდეო წარვუდგინოთ და თავადაც დარწმუნდებიან, რომ "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი გასაძევებელი არ იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ არ ყოპილა მაგ თამაშზე აზრზე რომ არ ხარ
giorgi
09:00 23-03-2016
0
ფეხბურტელის დაჭრა, ანუ რა მოხდა ჩემი აზრით,ვინმეს დიდი ფული დაადებინენ ტოტალიზატორში ამ ფეხბურტელმა და შედეგი საპირისპირო ფიქსირდებოდა, ჩაიშალა მატჩი და ის ინფორმატორი ფეხბურთელი დაიჭრა
akaki
04:31 23-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული