ლაშა ჯაფარიძე "ოლიმპს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპმა" მორიგი საკონტროლო შეხვედრა პირველლიგელ თსუ-ს 6:2 მოუგო. თავი გამოიჩინეს მოდებაძემ (2), ბოლქვაძემ, დობროვოლსკიმ, უგულავამ და ბახტაძემ.

"ოლიმპი" (პირველ ტაიმში): ბედიაშვილი - მურველაშვილი, ქემოკლიძე, კვახაძე, დობროვოლსკი - ბოლქვაძე, ტყემალაძე - მაისურაძე, რაზმაძე, გეწაძე - მოდებაძე.
(მეორე ტაიმში): ბათიაშვილი - ჯაფარიძე, ქემოკლიძე, სარაჯიშვილი - ქავთარაძე - ბახტაძე, ჭელიძე, გორდეზიანი, ბეროშვილი - სეთურიძე, უგულავა.

`ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ, თორნიკე მაისურაძის თქმით, გუნდს დაუბრუნდა ნალჩიკის "სპარტაკში" გასინჯვაზე მყოფი ლაშა ჯაფარიძე. სხვათა შორის, მან თსუ
-სთან მარჯვენა მცველად ითამაშა. კიდევ ერთი მოულოდნელობა დობროვოლსკის პოზიციის შეცვლაცაა - მას მწვრთნელი მარცხენა მცველად ცდის.

ცხადია, არ გეცნოთ სარაჯიშვილი და ბეროშვილი - ისინი ჯერ ისინჯებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული