"სამტრედიამ" ლანჩხუთში "გურიას" სძლია

AutoSharing Option
სეზონისთვის სამზადისის პროგრამით "სამტრედია" 7 თებერვალს ლანჩხუთში პირველლიგელ "გურიას" შეხვდა და 2:1 დაამარცხა. სამტრედიელებიდან თავი პაატა ბაკარანძემ და გასინჯვაზე მყოფმა წყალტუბოელმა ხვადაგიანმა გამოიჩინეს.

"სამტრედია": ჯინჭარაძე, კუპრეიშვილი, თ. შალიკაშვილი, ხუმარაშვილი, კირთაძე, - ლ. კირკიტაძე, ჩომახიძე, ნინიკაშვილი, ხვადაგიანი - ბაკარანძე ბოხუა.
შევიდნენ: ნინუა, თევზაძე, ჩხიკვაძე.

რა შემადგენლობით დაუპირისპირდება 12 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ მატჩში "სამტრედია" ფოთში "კოლხეთს", ჯერაც უცნობია. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლევან ანჯაფარიძის თქმით, უახლოეს დღეებში იტყვის, ვის დატოვებს და ვის გაუშვებს.

კლუბში კი კვლავ რთული ვითარებაა. გუნდის დასახმარებლად
გამართულ საქველმოქმედო აქციაზე შეგროვებულ 11 ათას ლარს რამდენიმე შეძლებულმა ადამიანმა 15 ათასი დაამატა, ეს 26 ათასი რაიონის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 44 ათასს მიემატა და 70 ათასი ლარი გამოვიდა. სიმწრით შეგროვებული ეს თანხა ნორმალურ კლუბს ერთი თვე თუ ეყოფა, მეორე ეტაპზე უმაღლესი ლიგაში ღირსეული გამოსვლისთვის კი, ცხადია, არასაკმარისია.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო მერაბ ვიგაცას მწარედ უხუმრია თქვენ რომ ასეთ შეცდომაში შეგიყვანათ.ეს თანხები რაც აქ წერია დიდი ფუფუნებაა სამტრედიისთვის ეს თანხები არა რელურია.სამტრედიას ამ წუთისთვის რაც გაააჩნია ის 44 000 -ია რაც გუბერნიამ გამოყო ამას აკლდება დაქვითები და რაგაც უბედურებები და პლიუს 7 000 რაც ხალხმა გაიგო გუნდისთვის.აი ეგ არი სიმართლე დანარჩენი ტყუილია და მეტი არაფერი
fc samtredia
19:42 09-02-2011
0
საიდან მოაქვთ ეს სისულელეები ? რა 70 ათასი ? რა 10 000 ?
samtredieli
18:57 09-02-2011
0

სიახლეები პოპულარული