"სიონმა" თბილისი სტუ-ს ხუთი გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, გიორგი ყიფშიძის გუნდმა ამჯერად წარმატებით იასპარეზა და თბილისის სტუ (მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჟორჟოლიანი) დიდი ანგარიშით (5:0) დაამარცხა.

ანგარიში მე-9 წუთზე გივი დიდავამ გახსნა - ქართული ფეხბურთის დამსახურებულმა ვეტერანმა რევაზ ჯიქიას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა;

21-ე წუთზე კი თავი ახალგაზრდა ვილი ისიანმა გამოიჩინა და სტუდენტების კარში მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ სამ გოლში გამოიხატა, თანაც მოწინააღმდეგის კარში გოლები შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს:
მანუჩარ ოქროპირიძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ.

სტუ-სთან მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მერლანი-ქორიძე, ორბელაძე, თარგამაძე, ლ. ვაშაკიძე-დიდავა, ლ. ნოზაძე, გოგობერიშვილი-ისიანი, ჩირიკაშვილი-რ. ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: გ. ოქროპირიძე, მ. ოქროპირიძე, გ. მელქაძე, ლ. ჩხეტიანი, ნ. კვასხვაძე, ს. ადამაშვილი.

სხვათა შორის, "სიონის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში ახალწვეულმაც ითამაშა: თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი ქუცურუამ, ვინც თავის დროზე ბოლნისელთა გუნდის ღირსებასაც იცავდა.

ტრავმის გამო "სიონს" მიხეილ კობაური და გიორგი ჩივაძე აკლდნენ, ხოლო გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა კახა ჩხეტიანმა ბოლნისურ კლუბთან პირობებზე ვერ მოილაპარაკა და გუნდი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული