"ვიტ ჯორჯია" თემქის სტადიონზე ითამაშებს

AutoSharing Option
მრავალსტადიონმოვლილი "ვიტ ჯორჯია" არენას საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზეც შეიცვლის, თანაც ორჯერ. ”ლელო" უკვე წერდა, რომ კლუბის კუთვნილ მცხეთის "არმაზის" სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია.

იყო იმედი, რომ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის საშინაო მატჩებს "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში თებერვალშივე უმასპინძლებდა. პატარა და კოხტა "არმაზზე" ხელოვნური საფრი დაიგო, მის სათამაშო კონდიციამდე მისაყვანად კი ეგვიპტური ქვიშის დაყრა არის საჭირო, მაგრამ ქვიშის შემოტანა დაგვიანდა.

სწორედ ამის გამო, ”ვიტ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორ მალხაზ კაკაურიძის თქმით, გუნდი მეორე ეტაპის პირველ ორ საშინაო შეხვედრას, 19 თებერვალს ზუგდიდის ”ბაიასთან"
და 27 თებერვალს ”სამტრედიასთან", ახლახან გარემონტებულ ”ნორჩი დინამოს" თემქის სტადიონზე გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული