კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3 - "დინამო" საქართველოს 16-გზის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სატურნირო მდგომარეობა ფოთის "კოლხეთს" დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ჩემპიონატის ფინიშზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. ამიტომ გელა სანაიას გაწვრთნილებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევთ.

ამით იყო გამოწვეული, ფოთელებმა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე უკრაინელი თავდამსხმელი ვლადიმირ კორობკა რომ დაიმატეს: უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი 26 წლისაა და სიმფეროპოლის "ტავრიასა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგში" უთამაშია, ბოლოს კი ბელორუსულ "ვიტებსკში" ირიცხებოდა. კორობკა რამდენიმედღიანი სინჯების შემდეგ გუნდს ოფიციალურად შეუერთდა.

მისი დებიუტი ფოთში თბილისის "დინამოს" სტუმრობას დაემთხვა, თუმცა "კოლხებს" ლიდერის ძლევაში
ისიც ვერ დაეხმარა. პირველ ტაიმში თბილისელები ფოთის "პარკ არენაზე" უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს - ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოში წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა და ჩემპიონატში მე-20 გოლი გაიტანა - 0:1.

24-ე წუთზე დინამოელებმა მორიგი შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყეს. ალექსანდრე იაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჯაბა ჯიღაური მცველებს გაექცა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:2.

ტაიმის ბოლო წუთები ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ზედიზედ ორჯერ დათა სიჭინავა საჯარიმოდან ანგარიშის შემცირებას შეეცადა, მაგრამ "სტანდარტების" ჩინებული შემსრულებელიც ამჯერად უშედეგოდ ირჯებოდა - პირველად სტუმართა კარს ბურთი სანტიმეტრებში ააცილა, მეორედ კი მიზანმა გვარიანად უმტყუნა.

მეორე ტაიმში ფოთელები სხვაობის შემცირებას მთელი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უკანმოუხედავად უტევდნენ, რაც "დინამოს" მწვავე კონტრშეტევების საშუალებას აძლევდა.

ერთ-ერთი ასეთი იერიშისას იურაი იარაბეკის შეგირდებმა ფოთელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს. იერიში წამოიწყო რენე ფერეირამ და ოთხი დინამოელი (2 ფოთელი მცველის წინააღმდეგ) გაიყოლა მეტოქის კარისკენ, სადაც საბოლოო დარტყმა მანვე შეასრულა იაშვილის დაბალი გასწვრივი პასის შემდეგ - 0:3.

ფოთელებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს - თამაზ ჟიშკარიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ომარ გოგონაიამ გამოიყენა - 1:3.

ამ მოგებით, თბილისელებმა 67 ქულა დააგროვეს, უშუალო კონკურენტებს - "სამტრედიასა" და "დილას" 13 ქულით გაასწრეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-16-ედ მოიგეს "ქართული ოქრო". ვულოცავთ!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
24.04. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 ქვილითაია (13-პენ), 0:2 ჯიღაური (24. იაშვილის პასით), 0:3 რენე ფერეირა (71. იაშვილის პასით), 1:3 გოგონაია (73-პენ)
კოლხეთი: სეფიაშვილი, ლ. კაკულია (56. გ. კილასონია), ა. ჩაკვეტაძე - ზ. თევზაძე, ლემონჯავა - პოლიულიახი, გოგონაია - თუხარელი (67. გ. კვარაცხელია), დ. სიჭინავა (60. ქებურია), ჟიშკარიანი - კორობკა.
სათადარიგოები: ძაგანია, თ. კაკულია, ნ. ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო: ბეგაშვილი - უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი - კაკაბაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ალვარო), ჭანტურიშვილი - ჯიღაური (76. არაბული), გ. ქვილითაია (63. ნ. გელაშვილი), ა. იაშვილი.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ზ. ჭელიძე, გ. თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: გოგონაია (12), ლემონჯავა (15), ჯიღაური (41), ჟიშკარიანი (73)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინოა, უმაყურებლო ჩემპიონი.
სამარცხვინოა პენალტებიანი და უმაყურებლო.
დღეს გველესიანმა ლუსტრაცია გაუკეთა კლუბს- ჩვენ 4-5 ძლიერი კონკურენტი გვჭირდება სპარინგებისათვისო, აი რატომ შეიქმნა 10 გუნდიანი ლიგა რომ 4-5 ევროლიგსი მუდმივი სტუმრები იყვნენ ხოლო დანარჩენები მათი სპარინგ პარტნიორები.

თანაც ეს ბავშვი რომ საუბრობს მე შოკში ვიყავიო,რა საშინელებაა ეს 16 გუნდიანი ჩემპიონატიო, სად ნახულაო :)
მარაზმი.
Guadua
23:32 25-04-2016
0
შენ გაბალა ეძახედა კი დავიდა ჯგუფში
დინამოს შემდეგ ძლიერი გუნდები ჩატოვა მათ შორის პანათინიკოსი
მაგრამ ამით დინამოს არ ვამ,ართლებ
ერთს ვიტყვი რომ დღევანდელი დინამო ბევრათ ძლიერია
dinamo chempionta ligaze
14:27 25-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული