"ტორპედომ" მომზადება მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატის განახლებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა პირველლიგელ ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" ჩაატარა.

მატჩი ქუთაისელთა საღორიის ბაზაზე გაიმართა. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს: ნიკა საბანაძემ სტუმართა მეკარე კუჭუხიძეს მაღალ კუთხეში დაურტყა - 1:0.

28-ე წუთზე "ტორპედოს" თავდამსხმელმა ლაშა კემუხტაშვილმა "ჩხერიმელას" კარში მეორედ გაიტანა - 2:0.

33-ე წუთზე საბანაძე მცველს გაექცა და მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმით დუბლი შეასრულა - 3:0. საბანაძეს მეორე ნახევარშიც შეეძლო გატანა, მაგრამ ხარაგაულელთა მეკარემ მისი თავური მშვენიერი ნახტომით მოიგერია.

"ტორპედო": ქვილითაია, ჭაავა (46. ფოფხაძე), ფარულავა, გურული, გუგუჩია (46.
გ. სეთურიძე), გ. ჩხეტიანი, გიგაური (46 დ. კირკიტაძე), მაისურაძე (46. თარხნიშვილი), დოლიძე (65. კემუხტაშვილი), კემუხტაშვილი (46. გოცირიძე), საბანაძე (78. გუგუჩია).

"ტორპედომ" მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ექვსი საკონტროლო შეხვდრა გამართა. თურქეთში ვერც ერთი მოიგო. რუმინულ "უნივერსიტატეასთან" (2:2) და "გაზ მეთანთან" (1:1), აგრეთვე რუსულ "სკა-ენერგიასთანაც" ფრეს დასჯერდა - 1:1, ხორვატიულ "ვარტექსთან" (0:1) და ყაზახურ "ორდაბასისთან" (1:2) კი წააგო. გუნდმა მხოლოდ ქუთაისში მარტვილის "მერანთან" (2:1) და გუშინ "ჩხერიმელასთან" მოიგო.

ეროვნულ ჩემპიონატს "ტორპედო" 14 თებერვალს "ზესტაფონთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული