გიორგის მეტსახელს რაც შეეხება – კაცის მკვლელი და კრიმინალი არასდროს ყოფილა, ფეხბურთელებმა ასე ბრძოლისუნარიანობისა და ენერგიულობისთვის რატომღაც მონათლეს და ეს ზედმეტსახელი დღემდე შერჩა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, უკრაინულ შეკრებაზე "კრიმტეპლიცა"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძელთა გუნდის ოპერატორმა სკანდალური კადრები დააფიქსირა: ბერიაშვილი მთავარ მწვრთნელ გელა გომელაურს მივარდა და რამდენჯერმე დაარტყა. ამის შედეგად შევიტყვეთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ბერიაშვილი ტრანსფერზე დააყენა.
მომხდარის შემდეგ, "ვიტ
ასე რომ, "ოლიმპი" ახლა "ვიტ ჯორჯია" უფროა – რუსთავურ კლუბში უკვე ვეტერინართა შემადგენლობაში ნათამაშევი ექვსი ფეხბურთელი შეიკრიბა – მეკარე გია ბედიაშვილი, მცველები თემურ ღონღაძე (კონტრაქტი ორი წლის წინ გაწყვიტა, რადგან ძირითადში არ ათამაშებდნენ), ლაშა ჯაფარიძე, ალექსანდრე კვახაძე, ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე და ახლა მათ ბერიაშვილიც დაემატათ.
ბერიაშვილის გადასვლა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ კლუბმა თავდამსხმელი გამოისყიდა.
"ვიტ ჯორჯიიდან" სკანდალური წასვლის შემდეგ, ეს გიორგი ბერიაშვილის პირველ ინტერვიუა.
- გიორგი, როგორც შევიტყვეთ, "ოლიმპში" გადახვედი.
- დიახ, "ვიტ ჯორჯია" და "ოლიმპი" შეთანხმდნენ და რუსთაველებთან ერთად ვავარჯიშობ.
- "ოლიმპმა" კონტრაქტი გამოისწყიდა?
- დიახ, ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და კომპენსაციაზე შეთანხმდნენ. სხვათაშორის, აქვე მინდა გითხრათ: გამიკვირდა, როდესაც წავიკითხე, თითქოს ტრანსფერზე დავაყენეს. სინამდვილეში, "ვიტ ჯორჯია" საკუთარი სურვილით დავტოვე.
- ანუ, "ოლიმპში" გადასვლაზე მართლა ფიქრობდი?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რადგან "ვიტ ჯორჯიაში" გაჩერება აღარ მსურდა. გუნდის დატოვება ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე გადავწყვიტე, გელა გომელაურთან ჩხუბი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამის შემდეგ ყველა შეიტყო, რომ "ვიტ ჯორჯიაში" აღარ ვიყავი.
- მესმის, არასასიამოვნო თემაა, მაგრამ მწვრთნელთან კონფლიქტი, თანაც უცხოეთში?!
- ჩხუბი მეც არ მსიამოვნებს, მით უფრო უცხოეთში. სიმართლე გითხრათ, მომხდარის შემდეგ გაკეთებულმა ერთმა განცხადებამ გამაოცა, ეს ბიჭი ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. მშვენივრად ვითამაშებ და დავამტკიცებ, რომ ასეთი შეფასებას არ ვიმსახურებ.
რაც შეეხება მომხდარს: ყველამ იცის, რაც მოხდა და ჭორაობას არ დავიწყებ. თუმცა, თავადაც მიხვდებით, რომ ფეხბურთელი უმიზეზოდ არ გამწარდება...
- კარგი, აღარ ჩაგეძიები... როგორც ვიცი, ქუთაისის "ტორპედოც" გიწვევდა.
- არა მხოლოდ "ტორპედო", თურქეთისა და ისრაელის კლუბებიც მიწვევდნენ, მაგრამ უცხოეთში ნაღდი ვარიანტები არ იყო და "ოლიმპის" გარანტირებული კონტრაქტი ვამჯობინე.
- თუკი "ოლიმპი" "აქტობეს" მოუგებს, ალბათ, ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება გექნება.
- გასვლის შემთხვევაში, "ოლიმპს" ფეხბურთელების დამატების უფლება გააჩნია და რა თქმა უნდა, განაცხადში შემიყვანენ.
- მიხვედი გუნდში, სადაც ოლიმპელებზე მეტი, ვიტ ჯორჯიელები ხართ და ფაქტობრივად, ადაპტაცია, არც დაგჭირდება.
- სხვათაშორის, სხვა ბიჭებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობდი და ყველას ჩემიანად ვთვლი.
- მწვრთნელსაც?
- (იცინის) ტყუილად ფიქრობთ, რომ ჩხუბისთავი ვარ. თემურ მახარაძეს კი ნდობისა და გამორჩევისთვის მადლობა უნდა ვუთხრა. ჩემთვის ეს იყო საწყენი, ამბიციური "ტორპედო" და ჩემპიონი "ოლიმპი" მიწვევდა, "ვიტ ჯორჯიაში" კი უკრაინულ შეკრებამდე მივხვდი, რომ სეზონს სათადარიგოებში გავატარებდი. ამიტომ ამიცრუვდა გული და წამოსვლა გადავწყვიტე. საწყენია ისიც, რომ ბოლო სეზონი ცუდად არ მითამაშია. სკამზე ჯდომას კი ფეხბურთიდან წასვლა მერჩივნა და რატომ უნდა დავრჩენილიყავი, როდესაც ვარიანტები მქონდა? ამიტომ ვამბობ, "ვიტ ჯორჯიას" დატოვება ჩხუბამდე გადავწყვიტე.