საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით გუნდში ფართომასშტაბიანი სელექციის პროცესი მიმდინარეობდა. განახლებულ სეზონს "დინამო" 10 ახალი ფეხბურთელით გაძლიერებული ხვდება. ესენი არიან:
დიმიტრი ტატანაშვილი. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი სამშობლოში ბრუნდება. 27 წლის ფეხბურთელს, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე ჩეხეთისა
ზურაბ არზიანი. 80-იან წლებში "დინამოს" მცველის, მალხაზ არზიანის ვაჟი, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის მახაჭყალის "ანჟიდან", რომელიც იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" გამოვა. ნომერი - 55.
თორნიკე ზარქუა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მან ზუგდიდის ''ბაიაში'' ჩაატარა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა, 20 წლის მეკარემ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დინამომ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეკარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნომერი - 32.
ნიკა კვეკევესკირი. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული გუნდის კანდიდატი. მან ბაიაში 14 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მისით ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნიც" სერიოზულად ინტერესდებოდა. ნიჭიერ და იმედისმომცემ 18 წლის ფეხბურთელს კლუბმა ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდო. ნომერი - 30.
გიორგი ციმაკურიძე. 27 წლის მცველს უკრაინულ კლუბებში: "სტალში", "ილიჩევეცში", "ზარიასა" და "შახტარში" აქვს ნათამაშები. გიორგი სლოვაკურ "ჟილინაშიც" გამოდიოდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-კაპიტანი იჯარის წესით ბოლოს ტაილანდურ ტოტ-კატში ირიცხებოდა, შემოდგომაზე კი გარკვეული პერიოდი დინამოშიც ვარჯიშობდა. ციმაკურიძესთან შრომითი ხელშეკრულება 6 თვე პლუს 1 წელი გაფორმდა. ნომერი - 28.
პეტარ იელიჩი. 24 წლის ბოსნიელი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" ითამაშებს, მას 2 მატჩი ბოსნიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ნომერი - 10.
ირჟი ჰომოლა. 30 წლის ჩეხი მცველი, რომელიც ჩეხეთის "სპარტაში" და ბოლო წლებში, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "იაბლონეცში" გამოდიოდა. მასთან "დინამომ" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი დადო. ნომერი - 4.
სემ ჰაჯიბულიჩი. 24 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ალბანურ "ბესაში" თამაშობდა. იგი "დინამოში" სამი წელი და 6 თვე ითამაშებს. ნომერი - 26.
მარკო მაროვიჩი. 28 წლის სერბი მცველი, რომლის ბოლო კლუბიც რუმინული "გაზ მეთანი" გახლდათ. მასთან კონტრაქტი 6 თვე პლუს 2 წელი სისტემით გაფორმდა. ნომერი - 14.
"დინამოს" დაუბრუნდა შოთა კაშია. ის "დინამოში" 2001 წელს მოვიდა და ექვსთვიანი განშორების შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელი კვლავ თავის საყვარელი გუნდის ღირსებას დაიცავს. შოთა 37 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ფოტო და ტექსტი fcdinamo.ge
.