კოლხეთი ურეკშია

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. კლუბის მესვეურები გუნდის გაძლიერებზე ზრეუნავენ და შედეგიც სახეზეა. ბესიკ შეროზიას გუნდს, მეკარე ზვიად სტურუასა და მცველ მიხეილ მახვილაძის შემდეგ კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატა. თავდამსხმელი რევაზ ჯიქია, რომელმაც გასული სეზონის ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა, კარიერას "კოლხეთში" გააგრძელებს. ცნობისათვის, ჯიქიამ "ოლიმპში" 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მის გარდა ფოთელებს მცველი ლექსო ინწკირველიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ინწკირველი, წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯიაში" გამოდიოდა. მცირე ხნით თბილისოს "დინამოშიც" იყო. ერთი პერიოდი აზერბაიჯანულ "ქარვანშიც"
გამოდიოდა.

ამჟამად "კოლხეთი" ურეკშია მოსამზადებელ შეკრებაზე. გუშინ "კოლხეთის" დუბლები პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიას" გაეჯიბრა. ეს საკონტროლო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული