სამეული ცხინვალელებს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლების დღეს, შაბათს შეუერთდა. ამან "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცელია გაახარა და ამბობს, რომ ახალგაზრდა დინამოელთა დამატებით გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, მაგრამ თბილისის "დინამოსთან" მათი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ მოთამაშეთა გაშვებას "დინამო" მხოლოდ 12 თებერვალს დათანხმდა, ფედერაციაში სათანადო განაცხადის წარდგენა და გაფორმება კი ვეღარ ესწრებოდა.
სამივე ფეხბურთელი "დინამოსთან" ერთად თურქულ შეკრებაზე ემზადებოდა, მაგრამ
ცხადია, სამეულის მიწვევით დაინტერესებული იყო "სპარტაკის" ხელმძღვანელობაც, თურქეთში მომზადებული დინამოელები გუნდს ნამდვილად წაადგებიან.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალელებმა მოსამზადებელ ეტაპამდე ორი დინამოელიც დაიმატეს - საყრდენი ნახევარმცველი გიორგი მამუჩიშვილი და თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი.