ვახტანგ კვარაცხელია "ზარიაში" ისინჯება

AutoSharing Option
გუშინ ვახტანგ კვარაცხელია უკრაინაში გაემგზავრა. ქუთაისის "ტორპედოს" 22 წლის თავდამსხმელს ლუგანსკის "ზარიაში" გასინჯავენ. ეს კლუბის მენეჯერმა დავით ყენიამ გვაცნობა.

თუმცა ერთი რამ იყო გაუგებარი: კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ორი კლუბის ფორმა უკვე მოირგო - სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, ევროთასებზეც იასპარეზა და ეროვნულ ჩემპიონატშიც, შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და იქაც ითამაშა, ფიფას წესებით კი, სეზონში მესამე კლუბში გადასვლა აკრძალულია.

თუმცა, ყენიას თქმით, ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს და დააზუსტეს, რომ "ტორპედოში" 31 აგვისტოს გადასულ კვარაცხელიას "ვიტ ჯორჯიაში" გამოსვლა წლევანდელ სატრანსფერო სეზონში არ ეთვლება და
პრობლემა არ შეექმნებაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული