თუმცა ერთი რამ იყო გაუგებარი: კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ორი კლუბის ფორმა უკვე მოირგო - სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, ევროთასებზეც იასპარეზა და ეროვნულ ჩემპიონატშიც, შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და იქაც ითამაშა, ფიფას წესებით კი, სეზონში მესამე კლუბში გადასვლა აკრძალულია.
თუმცა, ყენიას თქმით, ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს და დააზუსტეს, რომ "ტორპედოში" 31 აგვისტოს გადასულ კვარაცხელიას "ვიტ ჯორჯიაში" გამოსვლა წლევანდელ სატრანსფერო სეზონში არ ეთვლება და