თბილისის "დინამო" ლა ლიგაში მოთამაშე ხორვატ მეკარეს დაიმატებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მალე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმება. სლოვაკი იურაი იარაბეკის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა უკვე დაიბრუნა გიორგი პაპუნაშვილი (ბრემენის "ვერდერი"), დაიბევა მატიას კურიე და სტეფან ველევი. სხვათა შორის, ველევმა ბულგარეთის ნაკრებში ითამაშა ახლახან დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში...

რა თქმა უნდა, "დინამოში" სატრანსფერო სიახლეები ამით არ ამოიწურება და ახალწვეულებს საქართველოს ჩემპიონის რიგებში კვლავ უნდა ველოდოთ. ამ მხრივ კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს...

საბო უკვე ამ კვირაში?
ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირის ბოლომდე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, დაიცავს თუ არა "დინამოს" ღირსებას სლოვაკი ერიკ საბო. ამ
ფეხბურთელის თაობაზე "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს ელაპარაკება და წესით, ეს მოლაპარაკებები საჩვენოდ უნდა დასრულდეს.

საბოს თაობაზე ბოლო დროს საკმარისად დავწერეთ. ის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსს და "ფრანგულ მატარებელს" ბოლოსღა ჩამორჩა.

სამაგიეროდ, მან ითამაშა სლოვაკეთ-საქართველოს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

კელავაც გამოცდილება და კლასი
მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" გამოცდილი უცხოელი მეკარის დამატება სწადია.

როგორც შევიტყვეთ, კლუბი ამჟამად რამდენიმე კანდიდატურაზე მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ხორვატი გოლკიპერი ივან კელავაა.

კელავა 28 წლისაა. მისი საფეხბურთო კარიერა 2006 წელს ზაგრების "დინამოში" დაიწყო. ხორვატულ გრანდში მან 2013 წლამდე ითამაშა - სულ 102 მატჩი. ამის შემდეგ ის მცირე ხნით ზაგრების "ლოკომოტივაში" გაანათხოვრეს.

2009 წელს კელავა იტალიურ სერია A-ში, კერძოდ, "უდინეზეში" აღმოჩნდა, სადაც 2013-15 წლებში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. უდინედან ის "კარპიში" (იტალია) გაანათხოვრეს, მერე კი - ტრნავის "სპარტაკში". 2015 წლიდან კელავა ესპანურ "გრანადაში" თამაშობს. ამ გუნდში მას თავის დამკვიდრება უჭირს - მხოლოდ 4 მატჩი.

კელავას იწვევდნენ ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი კარიერა ამ ქვეყნის 21-წლამდელებში, სადაც 2008-10 წლებში 17 მატჩი ჩაატარა. ის ხორვატიის ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია...

მას ტიტულები არ აკლია - არის ხორვატიის ხუთგზის ჩემპიონი და ამ ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი. რაც შეეხება თამაშის მანერას, როგორც ვიდეოებში ჩანს, ხორვატი კიპერი ერთნაირად ძლიერია როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე. ეს არის მეკარე გამოკვეთილი სუსტი წერტილების გარეშე - ასე ახასიათებენ ხორვატს ჩვენი კოლეგები.

რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის პრესტიჟზეც დადებითად იმოქმედებს ის ფაქტი, თუ ჩვენს ჩემპიონატში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დივიზიონში (ლა ლიგა) მოასპარეზე მეკარე ითამაშებს.

საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არაერთ ლეგიონერ მეკარეს უთამაშია, მათგან კი განსაკუთრებით სამს გამოვარჩევთ - ზაურ ხაპოვს, დენი დონდტსა და დიდიე ოვონოს. თუ კელავას ტრანსფერი გამოვიდა, მაშინ ხსენებულ ტრიოს კიდევ ერთი, საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერი-მეკარე შეემატება.

მოსამზადებლად ავსტრიაში
გადაწყვეტილი ამბავია, რომ "დინამო" მომავალი სეზონისთვის ავსტრიაში მოემზადება. მოსამზადებელი პერიოდი 20 ივნისს დაიწყება და 5 ივლისამდე გასტანს. ჯერ ირკვევა ის გუნდები, რომელთაც იარაბეკის შეგირდები შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.

ფაქტია: თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "დინამომ" რაც შეიძლება მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან გააგოროს ბურთი, რაც გუნდს დროულად შეთამაშებასა და უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
kargia legionerebi magram es utamashebeli da praqtikis armqone mekare vis rashi chirdeba? gamocdili sachiro ariso wert da tan wert ro yvelgan zamenaze zis)))))
jaba
18:05 09-06-2016
0
ძალიან დიდ პატივს ვცემ დინამოს მაგრამ ამაზე ცოტა ადრე უნდა ეზრუნათ გუნდს შეთამაშება უნდა სულ სუპერ ვარსკვლავები რო შეკრიბო ამპერიოდში შედეგს ვერც ისინი მიაღწევენ დარწმუნებული ვარ
tazo
16:57 09-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული