თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ღირსებას 27 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი და 28 წლის მარტინიკელი შემტევი ნახევარმცველები მატიას კურიე დაიცავენ. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის ბოლო კლუბი პლოვდივის "ლოკომოტივი" იყო, მანამდე კი ველევი სოფიის "ლევსკის", სტარა ზაგორას "ბეროესა" და "ლოკომოტივის", ასევე "ლიუბიმეცის" ღირსებას იცავდა. ბულგარეთის ნაკრებში სტეფან ველევს 7 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლოს მან, ორიოდე კვირის წინ, იაპონიაში გამართულ შეკრებაზე, იაპონიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ
იასპარეზა.

მატიას კურიეს ბოლო კლუბი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის "ჩერნო მორე" იყო, სადაც ჩატარებულ 55 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს მას ვალენსიის "ჰურაკანში", "ატლეტიკო ბალეარესში" და "ნანტის" მეორე გუნდში უთამაშია. კურიეს მშობლიური მარტინიკის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "დინამო" წელს ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მანამდე კი, 20 ივნისიდან, ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საფრანგრთის მეორე ლიგის გუნდიდან მეკარეც დაიმატა Anthony Scribe
Akaki
14:02 18-06-2016
0
ესენია?ფიფიას ლეგიონერები რომლებიც თავიანთ ქვეყნის ნაკრების წევრები არიან,და ამათ იმედად ფიქრობს ჯგუფურ ეტაპამდე გაღწევას?ფიფიას ეტყობა ფეხბურთის აზრზე არაა.
თენგო
15:47 18-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული