გადაბარებულია! ზაალ ჩაჩავა ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ქუთაისის მერია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გადაცემაზე ბიზნესჯგუფს შეუთანხმდა, რომელსაც ზაალ ჩაჩავა წარმოადგენს. როგორც ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობიდან ირკვევა, გადაბარების პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და გუნდი ქართველ ბიზნესმენთა ხელში გადავიდა.

23 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დამფუძნებელთა კრება გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებითაც, კლუბის პრეზიდენტად ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა დაინიშნა.

"ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორი და შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია. მისი ურყევი სურვილია, რომ "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი გახდეს...

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

პარალელურად, კლუბმა დაადასტურა, რომ 23 წლის გუგა
ფალავანდიშვილი
"ტორპედოში" ჩაირიცხა. გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი "ტორპედოში" წლის ბოლომდე, გარდამავალ ჩემპიონატში ითამაშებს. ამის შემდეგ მასთან ხელშეკრულების პირობები გადაიხედება. მიზეზი ის არის, რომ მენეჯერი მამუკა ჯუღელი ფალავანდიშვილს უცხოეთში წასვლით აიმედებს.

Sportall.Ge

"ტორპედოს" ახალწვეული "გაგრას" საფეხბურთო სკოლის (მწვრთნელი პაატა გოცირიძე) აღზრდილია. ამ კლუბში ფალავანდიშვილმა 3 წელი გაატარა. შემდეგ იყო თბილისის "დინამო 2", საიდანაც უჩა სოსიაშვილმა გორის "დილაში" გადაიყვანა. ფალავანდიშვილს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, ძლიერი გუნდი გაკეთდება. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. მომავალზე უნდა ვიფიქროთდა ახალგაზრდების დაწინაურებაზე
tor- pe - do
12:33 24-06-2016
0
ზაალ წარმატებას გისურვებ --- გაგვახარე ქუტაისლები და დაუბრუნე ტორპედოს დიდების და გამაჯვების სახელი
გელა
13:12 24-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული