- შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]
"ლელომ" ინტერვიუ სთხოვა "დილას" გამოცდილ თავდამსხმელს, გუნდის კაპიტან ირაკლი მოდებაძეს. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს სხვადასხვა კლუბისგან წინადადებები არ აკლია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ელის "დილაში" სიტუაციის გარკვევას.
ჩვენი
- როგორ შეიძლება, ვინმე კმაყოფილი იყოს "შირაქთან" თამაშების საბოლოო შედეგით? გასათვალისწინებელია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გუნდი ამ შეხვედრის წინ. ჯერ იყო და, სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი ვერ გავიარეთ. მერე გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. პირველ მატჩამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცოდით, როგორი შემადგენლობით ვითამაშებდით "შირაქთან"...
და მაინც, ამ შემთხვევაში თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნა არ შეიძლება. ჩემიდან დავიწყებ - ჩვენ უნდა გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე და რადგან ეს არ მოხდა, ყველანი დამნაშავეები ვართ.
გულწრფელად გეტყვით - პირველი მატჩის შემდეგ მჯეროდა, რომ გავიდოდით, ყველანი ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა. ფაქტია, რომ ფეხბურთი ბევრი წვრილმანისგან შედგება...
- თერთმეტმეტრიანები ცუდად შეასრულა გუნდმა. საპასუხო მატჩამდე თუ ვარჯიშობდით ამ კომპონენტზე?
- პირველი მატჩის შედეგი ისეთი იყო, რომ ვუშვებდით ალბათობას და ვვარჯიშობდით კიდეც 11-მეტრიანებში. სამწუხაროდ, არ წაგვივიდა პენალტები.
იცით, ძალიან ძნელია, როცა 120 წუთი გაქვს ნათამაშები, ამხელა ენერგია გაქვს ჩადებული... ყოველივე ამას თან დიდი ემოციური დატვირთვა ახლავს. ვარჯიშზე შეიძლება ხუთი პენალტი დაარტყა და ხუთივე გაიტანო, თამაშის დროს კი...
- როგორ ფიქრობთ, ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი რომ დარჩენილიყვნენ გუნდში, "დილა" ამ ბარიერს გაივლიდა?
- კი, მე ვფიქრობ, გაივლიდა. ან ფეხბურთელები რომ დარჩენილიყვნენ გუნდში, ან ეს ბირთვი, რომელმაც "შირაქთან" ითამაშა, უფრო შეთამაშებული რომ ყოფილიყო, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გავივლიდით.
- როგორც ვიცით, თქვენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ასახელებენ. რას აპირებთ?
- მარტო მე კი არა, "დილას" არაერთი ფეხბურთელი აინტერესებს სხვადასხვა კლუბს. როგორც ვიცი, არის შანსი, რომ ჩვენთან დალაგდეს სიტუაცია და წასვლას არ ვჩქარობ. ამდენი წელი მაკავშირებს ამ გუნდთან...
თუ არაფერი შეიცვალა, მერე ვიფიქრებ წასვლაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნამდვილად მინდა რომ სამტრედიას ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს დილა-ს და ირაკლის სახით.
წარმატებები!