თორნიკე გორგიაშვილმა "სამტრედია" დატოვა

AutoSharing Option
ევროპალიგის წინ "სამტრედიამ" "ცხინვალიდან" თორნიკე გორგიაშვილი დაიმატა. 28 წლის ნახევარმცველმა გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ზესტაფონში "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში და როგორც შევიტყვეთ, უკვე დატოვა გუნდი.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი იმერლებს დაემშვიდობა და ახალი სეზონიდან სხვა გუნდში ვიხილავთ. მას უცხოეთში წასვლა ჯერ კიდევ "სამტრედიაში" კონტრაქტის გაფორმებამდე შესთავაზეს და კარგ პირობებსაც შეჰპირდნენ...

ახლა ყველაფერი შეიცვალა - "სამტრედია" ევროპალიგიდან გავარდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გორგიაშვილს ადამიანურად გაუგო, მისი სურვილი გაითვალისწინა და წასვლაში ხელი არ შეუშალა.

მეორე
ვერსია კი გვამცნობს, რომ გორგიაშვილით საჩხერის "ჩიხურაა" დაინტერესებული.

"თორნიკეს ახლაც სიამოვნებით მივიღებთ, რადგან მისნაირი ფეხბურთელი გუნდში გვჭირდება. მას მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდეც მივმართეთ წინადადებით და ახლა არ ვიცი, ჩვენთან თამაშს თუ ისურვებს", - ამბობს საჩხერელთა დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

გორგიაშვილის ამბავი მალე გაირკვევა. ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ "სამტრედია" კიდევ ორი მოთამაშის დამატებას აპირებს, თუმცა კლუბი მათ ვინაობას ჯერ არ ასაჯაროებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედია წინასწარვე განწირული იყო და საერთოდ ქართული გუნდები რადგან მათ თვალი გაქცევაზე უჭირავთ და რას ითამაშებდნენ
kaxi
15 ივლისი 2016 10:16
0
წარმატებები გორგის|პატარა გამართლება დაყველაფერი კარგად იქნება.ღმერთი შენსკენ.
leonidas
14 ივლისი 2016 17:21
0
ტორპედო არ დაიმატებს, აქცენტი არის 35 წლის სპორრტსმენებზე.
გოგა
14 ივლისი 2016 17:10
0
ეეხ ერთ დროს ამ ბიჭსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ........................
dimitrius
14 ივლისი 2016 16:48
0

სიახლეები პოპულარული