საბურთალო-ეთნიკოსი 2:1 - პირველი გამარჯვება ბულგარულ შეკრებაზე

AutoSharing Option
"საბურთალომ" ბულგარულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა კვიპროსის I დივიზიონის ბინადარ "ეთნიკოსს" 2:1 სძლია.

თავიდან მეტოქე დაწინაურდა, მეორე ნახევარში წონასწორობა გიორგი ხარაიშვილმა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ბუხაიძემ შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსულ გუნდში ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, ნიკა კაჭარავამ და გიორგი ილურიძემ.

საბურთალო: ჩოჩიშვილი, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, ფანცულაია, რუხაძე, გოშთელიანი; შეცვლაზე: გოშაძე, სოფრომაძე, კარასკო, ხუბაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ბუხაიძე, ლაკვეხელიანი, გარსია პენა.

მორიგ საკონტროლო შეხვედრას "საბურთალო" 23 ივლისს
გამართავს, 25-ში სამშობლოში დაბრუნდება და გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში დაასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი, დადასტურებულია რომ კაჭარავა ამ კვიპროსულ გუნდშია უკვე. რუსულ საიტზე ვიკიპედია გადავამოწმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ერთმა ქართულმა საიტმა ამის შესახებ არ გვაცნობა. არადა, ისეთ უაზრო ინფორმაციებს გვაწვდიამ ხშირად, რომელიც არაფრად არ გვაინტერესებს. კაჭარავას კი უკუსვლა განუცდია.
ბუბა
21 ივლისი 2016 15:55
0
ვერ გავიგე ნიკა კაჭარავა როსტოვში არ თამაშობს? თუ უკვე გაუშვეს??
grisha
21 ივლისი 2016 15:18
0
ბუხაიდზე ბევრჯერ გაახარებს საბურთალოს ფანებს
ანატოლი ქუთაისელი
21 ივლისი 2016 13:46
0

სიახლეები პოპულარული