"ჩვენ მხოლოდ მაღალ მიზნებს ვისახავთ და ამ ვითარებაში გრძელი სათადარიგოთა სკამი ძალიან მნიშვნელოვანია. პოტენციალიდან გამომდინარე, სულ მცირე, მეოთხე ადგილს ვიმსახურებთ, გაისად კი უეჭველად ჩემპიონობას დავუმიზნებთ" – თქვა ფარულავამ.
წელიწადნახევარზე მეტია, თემური ქუთაისურ გუნდშია და იმ იშვიათ მოთამაშეთა შორისაა, რომლებიც კლუბში გატარებული რეფორმების შემდეგ რომ დატოვეს. ცენტრალური მცველისთვის უჩვეულო შედეგიანობით გამოირჩევა - გასულ წელს რვაჯერ აიღო მეტოქეთა კარი.