14:20 28-07-2016
ქუთაისის "ტორპედომ" სამუელ ეტო'ოს გუნდს არაფერი დაუთმო [VIDEO]
AutoSharing Option
ეს შეძლებული კლუბია და განის, კამერუნის, სლოვენიის, ბელგიის, ჩეხეთის, ალჟირისა და თურქეთის ნაკრებების ფეხბურთელებიც ჰყავს შემადგენლობაში. მათ შორის საუკეთესოა ვეტერანი კამერუნელი სამუელ ეტო'ო, რომელმაც ბოლო ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა 20 გოლი გაიტანა, შუა სეზონში კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც ითავსებდა...
ახლა კი კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის მეტოქეს პორტუგალიელი ჟოზე მორაიში ავარჯიშებს, რომელიც მანამდე ჟოზე მოურინიოს "ინტერში", "რეალსა" და "ჩელსიში" ეხმარებოდა.
ქუთაისელთა პრესსამსახურმა ისტორიიდან საინტერესო ამბავი ამოქექა - თურმე, ამ გუნდებმა ერთმანეთთან პირველად 1982 წლის 23 ივნისს, ქუთაისში ამხანაგურად ითამაშეს და მაშინ "ტორპედომ" 2:1 გაიმარჯვა. მანამდე კი "ანტალიასფორი" თბილისში "დინამოსაც" ესტუმრა და მასთანაც დამარცხდა - 2:3.
...გუშინ კი პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს - მეტოქის კარის აღება "ტორპედოს" ახალწვეულმა გუგა ფალავანდიშვილმა მოახერხა.
მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა სამუელ ეტო'ოს შემცვლელმა დენიზ კადაჰიმ და თამაში ასეც მორჩა - 1:1.
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (85. ბენაშვილი), კოლინი (46. ნერგაძე), გურული, ტუღუში, მამასახლისი (66. წილოსანი), ფალავანდიშვილი, ქიმაძე (76. ბრეგვაძე), დოლიძე (46. ელ ჰანკი), ბაბუნაშვილი (46. ენდელაძე), კვერნაძე (46. კვარაცხელია).
ანტალიასფორი: ფორნეცი (46. ოზენჩი), შიმშეკი (46. იმკოომი), ჩელუსტკა, ანჟელო (46. ბოლათი), მოტა (46. ილდირიმი), კურტულუში (46. ჩანგოზი), დანილო (46. გიურალი), მაკოუნი (46. კოლაკი), სინიკი (46. და სილვა), ოზქანი (46. ავტაჩი), ეტოო (46. კადაჰი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იმედია ტორპედო მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. ქუთაისში განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან
1
0
რათ გინდათ ამდენი შემტევი ამპლუას ნახევარმწველები კუხი ყველა ლეგიონერებს ჯობდა.სირცხვილია ერთი თავდასხმელი ვერ ნახეთ, თუ ეს ტორპედოში ხელოვნური პრობლემა არის.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული