იურაი იარაბეკი ქვილითაიაზე: ასეთ დროს ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა განაცხადა.

იარაბეკის თქმით, ქვილითაია ავსტრიულ გუნდში მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტფრაქტს გააფორმებს.

"გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ ზაგრების "დინამოსთან" არ ითამაშებს. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ "ალაშკერტის" კარში გატანილი ბურთი მისთვის "დინამოში" ბოლო იყო.

ქვილითაიასთან კარგი კონტრაქტი გვქონდა. არ ვიცი ზუსტად რამდენი, მაგრამ ქვილითაიას სანაცვლოდ კლუბმა კარგი შემოთავაზება მიიღო და ასეთ დროს ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდით. ეს
ტრანსფერი "დინამოს" ერთგვარი რეკლამაცაა, რადგან ვენის "რაპიდი" ავსტრიის ჩემპიონია", - განაცხადა იარაბეკმა.

- იურაი იარაბეკი: ხვალ დღესასწაული გველის!
მკითხველის კომენტარები / 10 /
აუცილებლად უნდა წასულიყო, რამდენიმე მიზეზის გამო:
1– მისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება თუ გაქაჩავს იმ დონეს, ეს ნამდვილად ტრამპლინია
2– გაგიკვირდებათ და დღევანდელ დინამოში ნამდვილად ვერ ვხედავ ქვილითაიას ძირითადის ფეხბურთელად, მის ადგილს დვალიშვილი დაიკავებს, ხოლო ცენტრში გამონთავისუფლდება ადგილი ისეთი ნიჭიერი ნახვერმცველებისთვის, როგორებიც არიან პაპუნაშვილი და კიტეიშვილი. აღარ გახდება საჭირო დვალიშვილის უკან დახეულ ფორვარდად თამაში საჭირო.
lado
14:02 02-08-2016
0
ქვილითაიას ეხლა გაყიდვით,ყველაფერა ნათქვამი.კიდიათ ფეხბურთი მთავარია ფული.
vaxo
13:13 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული