იურაი იარაბეკი ქვილითაიაზე: ასეთ დროს ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა განაცხადა.

იარაბეკის თქმით, ქვილითაია ავსტრიულ გუნდში მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტფრაქტს გააფორმებს.

"გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ ზაგრების "დინამოსთან" არ ითამაშებს. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ "ალაშკერტის" კარში გატანილი ბურთი მისთვის "დინამოში" ბოლო იყო.

ქვილითაიასთან კარგი კონტრაქტი გვქონდა. არ ვიცი ზუსტად რამდენი, მაგრამ ქვილითაიას სანაცვლოდ კლუბმა კარგი შემოთავაზება მიიღო და ასეთ დროს ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდით. ეს
ტრანსფერი "დინამოს" ერთგვარი რეკლამაცაა, რადგან ვენის "რაპიდი" ავსტრიის ჩემპიონია", - განაცხადა იარაბეკმა.

- იურაი იარაბეკი: ხვალ დღესასწაული გველის!
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვენის რაპიდში ფეხბურთელის გაყიდვა თუ რეკლამაა, რაღა პრეტენზია გვაქვს მაშინ? ვენის რაპიდი უსუსტესი გუნდი იყო ვისაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უთამაშია და თუ იქ შეღწევა გვინდა მინიმუმ მისი დონის ხომ უნდა ვიყოთ
Levani
20:13 01-08-2016
0
ეს არის მწვრთნელის კომენტარი? ამას ვინ ეკითხება კლუბის რეკლამას და შემოთავაზებებს-ამას შედეგი მოეთხოვება და არა გუნდის ტრანსფერებში ფულის შოვნა. სად იპოვა ფიფიამ, სამწუხაროდ არაფერი გამოვა
იურაი
23:04 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული