ასე რომ, სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში წინა ხაზზე მხოლოდ მარტინიკელი მატიას კურიე და ლადო დვალიშვილი დარჩნენ. არადა, ბერძნულ პაოკ-თან ევროპალიგის საპლეიოფო მატჩი კარსაა მომდგარი.
სწორედ ამ ტალღაზე გავრცელდა ხმები, თითქოს "დინამო" დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელის, მათე ვაწაძის დაბრუნებას აპირებდა.
27 წლის ფორვარდმა თბილისური კლუბი 2011 წელს დატოვა და კონტრაქტი ნიჟნი
თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ "დინამოდან" მისთვის არავის დაურეკავს და არც ის დაუმალავს, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების დიდი სურვილი არც აქვს, მაგრამ ბოლო მომენტამდე იყო იმედი, რომ ვაწაძე "დინამოს" დაეხმარებოდა. თუმცა გუშინ თბილისური გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა (ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა) "ლელოს" გარკვევით უთხრა, რომ ეს მოგონილი თემაა.
"ვაწაძისადმი დიდი პატივისცემისა და იმის მიუხედავადაც, რომ ასეთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში ნამდვილად ვისურვებდით, მოლაპარაკება არ გვქონია. ბერძნებთან პირველი თამაში კარს მოგვადგა და ამ ტრანსფერზე ლაპარაკი ახლა უსაფუძვლოა", - ასეთია რეალობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასპირინი დალიე ენმ-ნაცფეხბურთგულშემატკივარო რეალობას აცდენილო დათო და გაგივლის ეს მოლანდებები პოლიტიკურ თემაზე.
თუ არ გიშველოს, ფსიქიატრთან მიდი :)