საქართველოს ჩემპიონმა, ვაკო ტყემალაძის შემდეგ, "სამტრედიადან" თავდამსხმელი ილია პავლიაშვილიც მიიწვია, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე არც ერთ კლუბში არ ვარჯიშობდა. თუმცა უქმად არ ყოფილა.
"გასინჯვაზე უკრაინის დაბალი ლიგის იალტის "ჟემჩუჟინაში" ვიყავი, მაგრამ ჯობდა არ წავსულიყავი. მწვრთნელმა რომ გაიგო, ქართველი ჩამოიყვანესო, ზედაც არ მიყურებდა, ათვალწუნებული ვყავდი და იქ გაჩერება უაზრობა იქნებოდა. მერე მოლდოვის უმაღლესი ლიგის "აკადემიაში" გადასვლა შემომთავაზეს, მაგრამ აქეთ-იქით სიარულს ისევ საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე. ჯერ
ქუთაისის "ტორპედოსთან" ბოლო ტურის შეხვედრა კვლავ არ უთამაშია რუსთაველთა ერთ-ერთ ლიდერს, ცენტრალურ მცველ გიორგი რეხვიაშვილს. ის დისკვალიფიცირებულია, მაგრამ ამ ყელაფერში მთავარი მაინც სხვა რამ არის - კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გიორგისა და კლუბს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობს. გიორგის კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან კარიერის უცხოეთში გაგრძელებას აპირებს, ხანგრძლივი კონტრაქტი კი ხელს შეუშლის.
საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" დირექტორმა პაატა მეტრეველმა კი გვითხრა, რომ ჯერ კიდევ აქვს ზაქარია ბეგლარიშვილის "ოლიმპში" აყვანის იმედი. შეგახსენებთ, რომ რუსთავის "ოლიმპთან" თურქეთში შეკრებაზე მყოფი 20 წლის ქართველი პლეიმეიკერი "ფლორამ" არც რუსთაველებს დაუთმო და დასაჯა კიდეც - დუბლებში გადაიყვანა და ერთი თვის ხელფასი ჩამოაჭრა.
მეტრეველი ბეგლარიშვილის გამზრდელი მწვრთნელია, მასზე დღემდე ზრუნავს და საინტერესო ამბები გაგვიმხილა.
"როდესაც ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორაში" წაიყვანეს, ასეთ პირობებზე შევთანხმდით: ზაქარია ერთ წელიწადში ევროპის რომელიმე კლუბში წავიდოდა, ან ახალ კლუბს კვლავ საფეხბურთო აკადემია "ოლიმპი" მოუძებნიდა. წელს ესტონელებმა თავად გვითხრეს, რომ ზაქარია ან არნემის "ვიტესში" გადავა, სხვა ვარიანტებიც გვაქვს და აუცილებლად გავუშვებთო, მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკადვე დარჩა, არც "ოლიმპში" გამოუშვეს და დუბლებში გადაიყვანეს, რაც შეთანხმების დარღვევაა.
ბეგლარიშვილის ტალინელები არ ათამაშებენ, "ოლიმპში" იჯარაზეც კატეგორულ უარზე არიან და ამ ყველაფერს მისი დასჯაც დაემატა. ეს რომ შევიტყვე, მოთმინების ფიალა ამევსო, "ფლორას" სპორტულ დირექტორს დავუკავშირდი და კატეგორიულად მოვთხოვე შეთანხმების შესრულება, ვერ გავიგე, 21-ე საუკუნეა თუ მონათმფლობელობის ეპოქა-მეთქი? თუ ფეხბურთელი არ სჭირდებათ, რუსთაველებს მოსწონთ და სიამოვნებით აიყვანენ. არც შენ ათამაშო და სხვამაც ვერ გამოიყენოს, ასე სად არის?
უახლოეს დღეებში ეს ამბავი დადებითად უნდა გადაწყდეს, ან ესტონელებთან კიდევ უფრო მკაცრად დავილაპარაკებთ და იმედია, ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება, რადგან ნიჭიერ ქართველ ფეხბურეთელს იმ ქვეყნის გუნდი ბლოკავს, რომელიც შესარჩევ ციკლში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების კონკურენტია", - ამბობს მეტრეველი.
.