2 უკრაინელი ფეხბურთელი "ზუგდიდში" - ინვესტორთან ჯერაც მოლაპარაკებები მიდის

AutoSharing Option
უკრაინელი ნახევარმცველის, ოლექსანდრ ერმაჩენკოს გადმობირების შემდეგ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ამჯერად უკრაინელი მეკარით გაძლიერდება.

ერმაჩენკოს ბოლო კლუბი მოლდოვური "ზორია" იყო, რომელთან ერთადაც 23 წლის ნახევარმცველმა მოლდოვის თასი მოიგო. "ზუგდიდის" მაისურით მას დებიუტი გორში, "დილასთან" ჰქონდა, სადაც მისი ახალი კლუბი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მეკარე კი, რომელიც სულ მალე ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს "ზუგდიდთან", "ვოლინისა" და "ოლიმპიკის" 28 წლის ყოფილი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოა.

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდის" შეძენით უკრაინელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ. როგორც კლუბის პრესსამსახურმა გვითხრა, ორი უკრაინელის ტრანსფერი არანაირად არ უკავშირდება ინვესტორებს,
კლუბი კვლავ მერიის საკუთრებაშია, თუმცა ინვესტორებთან მოლაპარაკებები კვლავაც მიმდინარეობს.

- "ზუგდიდით" უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ, მიმდინარეობს მოლაპარაკება

როგორც კლუბში გვითხრეს, კლუბი ჯერჯერობით არცერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ახლა ამატებენ ფეხბურთელებს, შუა სეზონში! შეკრებაზე შეთამაშებული გუნდი დაშალეს, ან ვინმე ნორმალური მოყავდეთ მაინც!
Fcb8
20:53 16-08-2016
0
ფეხბურთი სულ ცალფეხზე ჰკიდიათ
vai tqvens patrons
16:11 16-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული