იყო თუ არა ჯარიმა?

AutoSharing Option
ყინვამ გულშემატკივარი დააფრთხო... საქართველოს ჩემპიონის შეხვედრას ბევრი მაყურებელი არ დასწრებია, მაგრამ დოლებით შეიარაღებული "ოლიმპის" 50-მდე ფანი ამინდმა ვერ შეაშინა და თავისიანებს ომახიანად, მთელი 90 წუთი ქომაგობდა. ზამთრის შესვენებაზე გვარიანად შეცვლილი მეტოქეთა ჟინიანი და დაძაბული თამაშიც ურიგო საცქერი არ იყო, დასასრული კი დამაინტრიგებელი აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში სტუმრებს მწვავე შეტევების განხორციელება უჭირდათ, რუსთაველები უფრო აქტიურობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ირაკლი მოდებაძემ, ირაკლი მაისურაძემ და რევაზ გეწაძემ მეკარე ომარ მიგინეიშვილს ვერ აჯობეს, ახლო მანძილიდან რაზმაძის დარტყმას კი მცველი გადაეფარა და ''ტორპედო"
გოლს გადაურჩა.

"ტორპედო", რომელსაც პირველ ტაიმში ხეირიანი ბევრი არაფერი გაუკეთებია, მეორე ნახევარში გარდაიქმნა და სახიფათოდ და მწვავედ ათამაშდა. ეს ფლანგებზე თენგიზ ჩიკვილაძისა და გიორგი სეთურიძის კარგი თამაშის შედეგიც იყო და "ოლიმპის" კართან არმდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. 48-ე წუთზე გია მეგრელაძემ მეკარესთან პირისპირ ვახტანგ კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ ქუთაისელი ფორვარდი ბურთზე წაიქცა და მასპინძლები გადარჩნენ.

რამდენიმე წუთში მასპინძელთა მცველები დაცვაში კვლავ უხეშად შეცდნენ და დაჩი ფოფხაძის ჩაწოდებული ბურთი მეკარის საჯარიმოსთან მარტო დარჩენილმა მეგრელაძემ კარში თავით გააგზავნა, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

59-ე წუთზე "ოლიმპი" ვეღარ გადარჩა: მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მცველმა უხეიროდ მოიგერია, პენალტის ნიშნულთან ლაშა ქებაძეს მიუგორდა, რომელმაც ერთი შეხებით საკმაოდ ეფექტურად გაიტანა – 1:0.

გაშვებულმა გოლმა "ოლიმპი" გამოაცოცხლა და შეუტია. მოდებაძე შორიდან ცდილობდა ბურთის მეკარის თავზე გადაგდებას, კუთხურის გათამაშების შემდეგ კი "ტორპედოს" კარს ლექსო კვახაძე დაემუქრა, მაგრამ მიგინეიშვილმა ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა.
"ტორპედო" კონტრშეტევებს სახიფათოდ იწყებდა, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ ამწვავებდა და ასე რამდენიმე მომენტი გაანიავა.

"ოლიმპს" არაფერი გამოსდიოდა და ქუთაისელები გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე "ტორპედოს" საჯარიმოსთან მასპინძელთა თავდამსხმელი მოდებაძე წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ "ტორპედო" დაუფიქრებლად დააჯარიმა, არადა, ეპიზოდი დასაფიქრებელი იყო – დაარღვიეს კი თამაშის წესი სტუმართა მცველებმა?

ჯარიმა მოედანზე ახალშემოსულმა ვაკო ტყემალაძემ შეასრულა. ბურთი კარის უკან მდგომ სასწრაფოს მანქანასაც გადასცდებოდა, მეორე ახალშესულ ჯაბა უგულავას მხარს რომ არ მოხვედროდა, ტრაექტორია შეიცვალა და "ტორპედოს" კარის "ცხრიანში" ჩაეშვა – 1:1.

მატჩის შემდეგ ტორპედოელები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და თვლიდნენ, რომ გამარჯვება წაართვეს, არც ჯარიმა იყო და ამტკიცებდნენ, დარტყმისას უგულავა თამაშგარეში იყოო, მაგრამ მსაჯი გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლიდა.

გია გიგატაძე, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი: "ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. მატჩი მოგებული გვქონდა, კურიოზული გოლი რომ არ გაგვეშვა. დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ გუნდს შევხვდით. რაც შეეხება მოდებაძის წაქცევას, ამ ეპიზოდში ჩემი ადგილიდან ჩანდა, რომ ჩვენ მცველებს წესები არ დაურღვევიათ. რეალურად რა მოხდა, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასაც აინტერესებს და ჩანაწერს აუცილებლად ვნახავთ."

თორნიკე მაისურაძე, "ოლიმპის" დირექტორი და მწვრთნელ-სელექციონერი: " ქართული გუნდების გაძლიერება მახარებს, რაც ძლიერი და საინტერესო ჩემპიონატის წინაპირობაა. დარწმუნებული ვარ, "ტორპედოსთან" კიდევ ბევრი ლიდერი დაკარგავს ქულებს. დღევანდელმა შეხვედრამ ჩვენი ხარვეზები დაგვანახა, გვყავს ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულებიც. გოლი კი იყო კურიოზული, მაგრამ ფრე კანონზომიერ შედეგად მიმაჩნია."


19.02.11 რუსთავი, სტადიონი "ფოლადი". 700 მაყურებელი
"ოლიმპი"-"ტორპედო" 1:1
გოლები: 0:1 ქებაძე (59), 1:1 უგულავა (90. ტყემალაძის პასით)

"ოლიმპი '' "ტორპედო"
4-2-3-1 4-4-2
ბედიაშვილი მიგინეიშვილი
ჯაფარიძე დ. ფოფხაძე
კვახაძე მაჭავარიანი
ქემოკლიძე ს. თოდუა
დობროვოლსკი ჩიკვილაძე
რაზმაძე გ. სეთურიძე
ბოლქვაძე დიღმელაძვილი
ქავთარაძე ქებაძე
ი. მაისურაძე დათუნაიშვილი
გეწაძე ვ. კვარაცხელია
მოდებაძე მეგრელაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მაისურაძე გ. გიგატაძე

"ოლიმპი"
64. გეწაძე – ტყემალაძე.
71. ბოლქვაძე – გ. ჭელიძე
88. მაისურაძე - უგულავა.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ბახტაძე, ლ. სეთურიძე, გორდეზიანი.

"ტორპედო"
65. კვარაცხელია – ბაკურაძე.
76. სეთურიძე – გ. დოლიძე.
88. დათუნაიშვილი – თარხნიშვილი.
სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, ნ. მაისურაძე, ფარულავა, ჯაყელი.
გაფრთხილება: ქემოკლიძე (37), ქებაძე (51), მაისურაძე (57), გეწაძე (63), ბაკურაძე (80).
არბიტრი: ლ. სილაგავა.







.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოხ სილაგავა სილაგავა ჩამოხვალ შენ ქუთაიში
0
ჯერ ერთი ოლიმპი შეილება გვარიანნად გადახალისდა მარა ტორპედოს მხოლოდ 3 ახალი ყავდა სასტავში. მერე მეორე კიდე ოლიმპს ხდიან ჩემპიონს თუ რა ჯანდაბა უნდათ?
vaxo
14:44 21-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული