ტაიმი ფოთს, ტაიმი მარტვილს

AutoSharing Option
მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ბესიკ შეროზიას გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის "მერანს" გაეჯიბრა. ეს საკონტროლო შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბრძოლო ფრე, 3:3 დაფიქსირდა. კოლხებმა პირველი ტაიმი სამი მშრალი ბურთით მოიგეს. ფოთელთა მეგოლე დავით ციცხვაიამ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში, 3 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდა. 25-ე წუთზე კი სიჭინავამ ფოთელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა, 3:0. მარტვილელებიც არ ყოფილან უქმად, მათაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ერთხელ ძელმა იხსნა ფოთელთა კარი გოლისგან, მეორედ კი მეკარე ზვიად სტურუამ იმარჯვა.
შესვენების
შემდეგ "მერანმა" იძალა და ჟვანიას მიერ გოლად ქცეული ორი პენალტით (56-ე და 86-ე წუთებზე) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მატჩის მიწურულს კი ხვადაგიანის გოლით მარტვილელები მარცხს გადაურჩნენ. არბიტრმა "კოლხების" კარისკენ ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ფოთელებმა პირველი პენალტი გააპროტესტეს, თამაშის წესები საჯარიმო ხაზის მიღმა დაირღვაო... ამასთან, არბიტრმა ვალტერ გუჩუას შემცვლელი გოგონაია, მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მოედნიდან გააძევა და გუჩუას ისევ მოუწია თამაშში ჩართვა.

"კოლხეთმა" მარტვილელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სტურუა, ჭითანავა, თედიაშვილი, მახვილაძე, გველესიანი, გუჩუა, ჯოჯუა, სილაგავა, გვალია, სიჭინავა, ციცხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: შენგელია, ექონია, ინწკირველი, ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, გოგონაია, გუჩუა, ბუკია, ციკოლია, საცერაძე, წიქარიშვილი.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული