სამსაჯომ, "ოლიმპი"-"ტორპედოს" მატჩში მსაჯი არ შემცდარაო

AutoSharing Option
შაბათს რუსთავში, სადაც ერთმანეთს "ოლიმპი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ, მსაჯის მიერ 90-ე წუთზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ სტუმრთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ოლიმპი" 0:1-ს აგებდა, როდესაც "ტორპედოს" მცველებთან ბრძოლაში მათ საჯარიმოსთან მასპინძელთა თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ "ტორპედოს" კარის მიმართულებით ჯარიმა დანიშნა, რომელიც ვაკო ტყემალაძემ შეასრულა, ჯაბა უგულავამ კი გოლი გაიტანა და მასპინძლებმა ქულა მოიპოვეს - 1:1. სტუმრების აზრით, მსაჯმა უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა.

ეს იმდენად დინამიკური ეპიზოდი იყო, მატჩის ჩანაწერის ნახვის გარეშე ვერ დაამტკიცებდი, ქუთაისელმა მცველებმა წესი
დაარღვიეს თუ არა - ეს დასაფიქრებელი იყო და "ლელოს" მიმოხილვაში სწორედ ასეც გვეწერა - "მთავარმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ "ტორპედო" უყოყმანოდ დააჯარიმა, არადა, ეპიზოდი დასაფიქრებელი იყო - დაარღვიეს კი თამაშის წესი სტუმართა მცველებმა?"

საკამათო ეპიზოდი რომ იყო, ამიტომაც შეიკრიბა ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობა და ეპიზოდის ჩანაწერი დაატრიალეს. განხილვის შედეგი კი ფედერაციის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ:

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის მატჩს რუსთავის "ოლიმპსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, პრესაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც მოგეხსენებათ, რუსთაველებმა მსაჯის მიერ მატჩის დამატებულ წუთზე დანიშნული საჯარიმო გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს.

გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მატჩის მთავარი მსაჯის, ფიფას არბიტრის, ლაშა სილაგავას მიერ რუსთაველთა თავდამსხმელის, ირაკლი მოდებაძის წაქცევისათვის დანიშნულმა ჯარიმამ.

სფფ-ს სამსაჯო განყოფილებამ განიხილა მატჩის ჩანაწერის კონკრეტული ეპიზოდი და მიუხედავად ფირის დაბალი ხარისხისა, მიიჩნია, რომ მსაჯის მიერ ქუთაისელთა კარში საჯარიმო დარტყმის დანიშვნას სერიოზული საფუძველი ჰქონდა" - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მსაჯი მაინც მანახეთ, ამ სამსაჯო განყოფილებას რომ გაემტყუნებიოს და დაესაჯოს.
tolika
17:09 24-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული