როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.
ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
ჯერ ეს წაიკითხე!
https://ka.m.wikipedia.org/wiki/ტორპედო_ქუთაისი_(საფეხბურთო_კლუბი)
ქუთაისლებო, გამოსავალი ერთია და მართლაც დაივიწყეთ ამბიციები,ყველა ისტორიით ვერ მოდის, ვიღაც იბადება და ქმნის ისტორიას,ისევე როგორც ზესტაფონი იყო.
ადექით შექმენით ღია სააქციო საზოგადოება, დაარსეთ კლუბი "რიონი" და გაიარეთ 2 წლიანი გზა უმაღლეს ლიგამდის. არც ტორპედო გექნებათ სახვეწნი და ნერვებ საშლელი და არც სხვა რაიმე, ეს გამოგონებული ლეგენდარულობა დაივიწყეთ.
რა აქვს ტორპედოს რეალობაში ლეგენდარულობა?რამდენიმე სეზონი უმაღლესი ლიგაში სსრკ-და საქართველოს 3 გზის ჩემპიონი 26 წელიწადში.
ამას უნდა შეეწიროს მთელი ფეხბურთის მომავალი ქალაქში?
და საერთიოდაც 200 000-იან ქალაქს რატომ არა აქვს მეორე კლუბი?თუნდაც პირველ ლიგაში მოღვაწე?იმიტომ რომ ჭარბად ამბიციურები ხართ და მხოლოდ ტორპედოს სახელით გინდათ წარმატება ,ეს კი ასე არ ხდება.
შექმენით ალტერნატიული კლუბი და ნახეთ ეს რა შედეგს მოიტანს. საიდან მოიტანოთ ფული? ეს უკვე თქვენი თავსატეხია ისევე როგორც იმას ითვლით თუ რომელი ახალი კერძო მფლობელი რას ხარჯავს კლუბში,ის ხომ მსიი კერძო ფულია?
საწყენი ამაში არაფერია, დროა პრაგმატიზმის.