ზუგდიდელებმა "ტორპედოს" ერთსულოვნებით მოუგეს

AutoSharing Option
სატურნირო ცხრილში თითქმის ერთად მობინადრე ორი გუნდის, "ბაია-ტორპედოს" ურთიერთშეხვედრა მხოლოდ ამ კუთხით არ ყოფილა საინტერესო. ორივე გუნდმა მეორე წრე წარმატებით დაიწყო და სამი ქულის მოსაპოვებლად, ორივეს განწყობა კარგი ჰქონდა. რუსთავში აღებული ქულით მოტივირებული ქუთათურები, ზუგდიდშიც საბრძოლო ჟინით განეწყვნენ და სწრაფ გოლზე მომართულებმა, შეტევებიც სწრაფად დაიწყეს.

თავიდან რამდენიმე წუთში სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და პირველი ხიფათიც სეთურიძემ შექმნა, თუმცა ბურთი ბადეს გვერდიდან შეეხო. შემდეგ, ტორპედოელებმა კვარაცხელია გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მიზანს მანაც ააცილა. მეტოქის აქტიურობას, ლომიამ უპასუხა. მან კარგი გადაცემით
ეხვაია მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელს ოდნავ ფეხი დაუცდა, ბურთი მაინც შეიმაგრა, ლამაზი მოძრაობით სამი მცველიც ჩამიტოვა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა.

გააქტიურდა ზუგდიდელთა დებიუტანტი ქობალიაც და ერთ-ერთი კომბინაციის შემდეგ, მიგინეიშვილის კარისკენ ძლიერად დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა. სახიფათო ეპიზოდები ამის მერეც რამდენჯერმე შეიქმნა. მეგრელაძის ჩინებული პასის შემდეგ კვარაცხელია პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან, თუმცა დასწრებაზე სომხიშვილმა აჯობა. ცოტა ხანში მეგრელაძემ ახლო მანძილიდან საჯარიმო დაარტყა უზუსტოდ.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, რასაც რამდენიმე წუთში სტუმართა კარში გოლი მოჰყვა. მანამდე, "ბაიას" კაპიტანმა როინ ონიანმა ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, შემდეგ ქობალიას ჯერი დადგა, რასაც კუთხური მოჰყვა. გოლიც აქედან გავიდა - შოთა ლომიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ირაკლი ეხვაიამ კი დასწრებაზე ყველას აჯობა და თავით აუღებელი დაარტყა.

იმერლები გატანილი გოლის შემდეგ თითქოს გამოფხიზლდნენ და ანგარიშიც კინაღამ გაათანაბრეს, თუმცა მეგრელაძის ძლიერად დარტყმულმა ბურთმა მხოლოდ ხარიხა შეაზანზარა. "ბაიას" ყოფილმა ფორვარდმა საკუთარ თავზე სცადა თამაშის აღება, მაგრამ ამაოდ. დარჩენილ დროში სტუმრებმა თამაშის დალაგება ვერ შეძლეს, არეულად მოქმედებნენ, უზუსტოდ აწვდიდნენ პარტნიორებს. მასპინძელთა ახალბედა ფორვარდის ქობალიას სწრაფ მოძრაობებს კი ვერც ერთი მცველი ხეირიანად ვერ პასუხობდა. ამ მიზეზით იყო თუ სხვა მოტივაციით, ქუთაისელთა თავკაცი მის მეურვეობას წარამარა გამოცდილ მაჭავარიანს და თოდუას აკისრებდა.

მართალია ერთ-ერთ ეპიზოდში ზუგდიდელთა 18 წლის ფორვარდმა ყვითელ ბარათიც დაიმსახურა, მაგრამ მცველებიც დიდად ანერვიულა. სხვათა შორის, მეორე ეტაპის ერთ-ერთი აღმოჩენა ქობალია, ქუთაისელ ქომაგთან ერთად თამაშის ბოლოს, ამ მატჩის დასასწრებად სპეციალურად ჩამოსულმა იმერეთის გუბერნატორმაც შეაქო. მატჩი კი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით და სასურველი შედეგით დაასრულეს.

გია გიგატაძე (ტორპედო): " თამაშის წაგება ცენტრის უკონტროლობამ გამოიწვია და ამის გამო დავისაჯეთ. მინდორიც არ იყო ხეირიანი, თუმცა ვაღიარებ, რომ ნახევარდაცვის მოშლამ განაპირობა მარცხი. მეტოქეს კი ღირსეულ გაიმარჯვებას ვულოცავ"

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): " წინა ორ ტურში მოპოვებული ქულების შემდეგ ბიჭებს ვაფრთხილებდი, კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. ალბათ ერთსულოვნების, მოტივაციისა და ბრძოლის შედეგად ღირსეულად მოვიპოვეთ საჭირო სამი ქულა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ისე, ვიტყვი, რომ ბრძოლიუნარიანობას ბოლომდე შევინარჩუნებთ".


23.02.11 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი. 650 მაყურებელი
ბაია-ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 ეხვაია (58)

ბაია ტორპედო
4-2-3-1 4-4-2

სომხიშვილი მიგინეიშვილი
სვირავა ფოფხაძე
აქუბარდია მაჭავარიანი
აფაქიძე ს. თოდუა
გამრეკლიძე ჩიკვილაძე
რ. ონიანი გ. სეთურიძე
ვართაგავა დათუნაიშვილი
რიგვავა ბაკურაძე
შ. ლომია თარხნიშვილი
ეხვაია მეგრელაძე
ქობალია ვ. კვარაცხელია

მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი გ. გიგატაძე

ბაია
65. გამრეკლიძე - სიხარულია
82. ეხვაია - წურწუმია
90. ლომია - შონია

სათადარიგოები: მაქაცარია, ქვარცხავა, ჩანგელია, ქირია

ტორპედო
52. დათუნაიშვილი - ნ. მაისურაძე
62. ფოფხაძე - დოლიძე
70. კვარაცხელია - გოცირიძე

სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, ფარულავა, მ. გიგაური
გაფრთხილება: კვარაცხელია (26), სეთურიძე (64), ქობალია (68), წურწუმია (84)
არბიტრი: თ, გვანცელაძე - (სამტრედია)


ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან




მკითხველის კომენტარები / 5 /
არაუშავს არ გატყდეთ ფოთთს უნდა მოუგოთ ეხა კარგად დამაჯერებლად
avto
13:44 24-02-2011
0
თამაშის წინა დღეს ვარჯიშის მაგივრად ვისოლის კალონკის გახსნაზე ყინვაში და ქარში აყურყუტეს ფეხბურთელები და ვითომ გუნდის პრეზენტაცია მოაწყვეს. ესენი რაღა ფეხბურთს ითამაშებდნენ. ანდა, ვის გაუგონია ბენზოგასამარტ სადგურზე გუნდის პრეზენტაცია??? წარმოიდგინეთ ,,ოლვეისი" რომ იყოს რომელიმე გუნდის სპონსორი პრეზემტაცია სად ექნებოდათ? ჰაააააააააა
lado-lado
14:07 24-02-2011
0

სიახლეები პოპულარული