უმაღლესი ლიგა. IX ტური: სამი გაძევება ერთ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის IX ტურის 4 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ერთბაშად სამი ფეხბურთელი გააძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურასა" და ქობულეთის "შუქურას" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1  დასრულდა.

"სამტრედიამ" სტუმრად ბოლნისის "სიონი" 3:0 გაანადგურა. ფოთის "კოლხეთმა" კი მინიმალური ანგარიშით სძლია სტუმრად ბათუმის "დინამოს".

თეთრი ჯგუფი
ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დინამო (თბ) 0:2
გოლი: 0:1 ლადო დვალიშვილი (49), 0:2 ზაზა ჭელიძე (72)
გაძევება: 45 გიორგია ჭედია (გურია), 45 გიორგი პაპუნაშვილი
(დინამო), 45 რენე ფერეირა (დინამო)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (39), 1:1 დენის დობროვოლსკი (69)

წითელი ჯგუფი
ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"
სიონი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1 დავით რაჟამაშვილი (35), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (69), 0:3 ბაჩანა არაბული (80)

ქობულეთი, ჩელე არენა
დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 ვლადიმირ კორობკა (53)

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის შეხვედრა დღეს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ზუგდიდი-დილა 16 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედიას საგოლ წაუგებელი გუნდია და საცჰხერე კარგად ყომარობს ხან გურიას აძლევს და ხან შუქურას... მაფიოზები არიან რაა..
0
ხომერიკის შექება ვერ მოვასწარი და ბათუმმა საკუთარ მოედანზე გაასხა ვანიჩკას ბატივით.
Zurab
20:35 15-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული