სფფ: ვინც არ მუშაობს, ის ვერც ჭამს!

AutoSharing Option
გუშინ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის აღმსაკომზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომუნისტური ფრაზა გაგვახსენა - ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს. ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ყელში ამოუვიდა უფუნქციო რეგიონული ფედერაციების დაფინანსება და ხელი დაუქნია, ან რამე გააკეთეთ, ან თეთრსაც ვერ მიიღებთო.

სიჭინავამ აღმასკომის წევრებს ფედერაციის წესდების 68-ე მუხლის ამოქმედება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ფედერაცია უფლებამოსილია ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ ყველა ოფიციალურ ტურნირს, ყველა ლიგისა და ასაკის ჩემპიონატებს, აგრეთვე ეროვნულ თასს.

რატომ გახდა საჭირო ამ პუნქტის ამოქმედება, აღმასკომის წევრებს ფეხბურთის
ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ განუმარტა:"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საფეხბურთო სკოლებში დასაქმებული ფეხბურთელების რეგისტრაციაა. რაც მეტი ბავშვია რეგისტრირებული, მით მეტად დაგვეხმარება უეფა. დღეისათვის ოფიციალურად 17 ათასი ბავშვია აღრიცხული, მაგრამ ეს სრულყოფილი სტატისტიკა არ არის, 12 წლიდან ყველა ბავშვი დარეგისტრირებული ნამდვილად არ არის.

რეგიონული ფედერაციების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვექნება. ახლა თითოეულის წლიური ბიუჯეტი 10 ათასია, რაც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ეს არის 68-ე მუხლთან დაკავშირებული ცვლილება, რაც ყველა დონის შეჯიბრების ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს."

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და აღმასკომის თავმჯდომარემ ზვიად სიჭინავამ რეგიონულ ფედერაციებს მეტი აქტიურობა ურჩია:"68-ე მუხლის ამოქმედების მიზანი რეგიონული ფედერაციების ბიუჯეტების ცენტრალიზებული მართვაა. ერთმანეთთან არ გვაქვს კავშირი, აქედან გამომდინარე კი არ არის ინფორმაციაც, რა ხდება დაბალ ლიგებში. ამიტომ ყოველ ორშაბათს დავგეგმოთ, ვინ რას აკეთებს.

რეგიონებში ფეხბურთის განვითარება ადგილობრივი ფედერაციების მუშაობაზეა დამოკიდებული. როგორც მე მივდივარ უეფაში დაფინანსების მისაღებად პროექტით, ასევე უნდა მოხდეს ჩვენთანაც - წარმოადგინეთ პროექტი, ვინ რას აპირებთ. ფულს კი ხელფასების გასაცემად არ ვარიგებთ, ეს მიზნობრივი პროგრამებია. შეიკრიბება აღმასკომი, ხარჯებს დავიანგარიშებთ და თანხები ფედერაციების მუშაობის ადეკვატური იქნება. ვინც კარგად იმუშავებს, მეტი ბიუჯეტი ექნება, ხოლო ვინც არაფერს აკეთებს – ფულს არ მივცემთ.

რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის რეგიონულ ფედერაციას 100 ათას ლარიანი ბიუჯეტი არ სჭირდება, რადგან ცოტა გუნდი და ფეხბურთელი ჰყავს, თბილისში კი უამრავი გუნდი და ფეხბურთელია და 200 ათასიც არ ეყოფა. მაგრამ ეს არის ჩვენი ვარაუდი და არა დაზუსტებული მონაცემი. ჩვენ კი ზუსტი ციფრი უნდა ვიცოდეთ - რამდენია ბავშვი და გუნდი, რომ ''გრასრუტსის" თუ უეფას სხვა პროგრამების ასათვისებლად ზუსტი მონაცემები წარვადგინოთ.

კახეთის 5-6 გუნდი თბილისის ჩემპიონატში მონაწილეობს. მაშინ რად გვინდა კახეთის რეგიონული ორგანიზაცია, ხომ არ სჯობია, თბილისისა და კახეთის ფედერაციები გავაერთიანოთ? რაჭაში სულ 30 ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ იმერეთის რეგიონში ტურნირი მოიგო.

მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობენ თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აფხაზეთის ფედერაციები. რეგიონულ ფედერაციებს ტურნირების ორგანიზება ევალებათ, მაგრამ ზოგიერთი არაფერს აკეთებს. რას აკეთებენ ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარის ფედერაციაში? ყველგან პრეზიდენტი და გენერალური მდივანია და ხელფასებს იღებენ. მოკლედ, ბევრი რამ შესაცვლელია.

სადაც მუშაობენ, უამრავი საქმეც აქვთ. იმერეთის რეგიონულმა ფედერაციამ გურია თანამშრომლობაზე დაითანხმა, სამეგრელოს ფედერაცია კი ზუგდიდის იქით ვერ იყურება, აბაშაში ნიჭიერი ფეხბურთელი თუ გამოჩნდა, უცებ იმერეთში მიყავთ.

მოკლედ, რეგიონული ფედერაციები უნდა ავამოქმედოთ, თორემ საბჭოთა კავშირის დროს 25 ათასი ფეხბურთელი ბავშვი იყო დარეგისტრირებული, ახლა კი მხოლოდ 17 ათასია. თბილისის ფედერაცია საფეხბურთო ფესტივალს რომ ატარებს, იგივეს რეგიონებში რატომ ვერ ახერხებთ? ჩაატარეთ და დღეს უეფა თუ 1000 ბურთს გვაძლევს, ხვალ 2000-ს გადმოგვცემს. რომ იცოდეთ, სკოლბურთის ფესტივალის გამო, უეფამ დამატებითი ერთი ვარსკვლავი მოგვანიჭა.

ცალკე პრობლემაა ფეხბურთელთა რეგისტრაცია. ბაქარ მირცხულავას და ირაკლი შეყილაძის მაგალითზე გეტყვით. "ბენფიკამ" და "ემპოლიმ" მათ გამზრდელ სკოლებს საკომპენსაციო თანხა უნდა გადაუხადონ, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი ვერ მოიძებნა, რომელ სკოლაში ვარჯიშობდნენ. პორტუგალიური და იტალიური კლუბები კი ამ საბუთებს ითხოვენ. მოთამაშეთა რეგისტრაცია მომავალში მსგავსი პრობლემებს გამორიცხავს.

უნდა იცოდეთ, თუ საკომპენსაციო კლუბს კომპენსაციას თქვენ არ მოსთხოვთ, ფედერაციაა ვალდებული ეს გააკეთოს."

ამას გარდა, აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ფედერაციის 33-ივე სუბიექტს ყოველწლიურად 500- ლარიანი საწევროს გადახდა დაევალა.

როგორც ცნობილია, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მსაჯებს ანაზღაურება სახელმწიფოს დახმრებით გაეზარდათ. მათთვის გამოყოფილ თანხებს სპეციალური კომისია გააკონტროლოებს და ის "შავფორმიანები", რომლებიც მოვალეობას თავს ვერ გაართმევენ და სერიოზულ შეცდომებს დაუშვებენ, ფინანსურად დაისჯებიან.

პირველი ლიგის კლუბებმა ლანჩხუთის "გურიამ", ტყიბულის "მეშახტემ" და წყალტუბოს "სამგურალმა" აღმასკომს კვლავ მიმართეს თხოვნით: უმაღლესში გადასვლა არ გვინდა, არც ლიცენზირების საშუალება გვაქვს და არც სურვილი და იქნებ, ეს პროცესი გადაგვივადოთო. ფედერაციამ კლუბების გაჭირვება გაითვალისწინა და სამეული ლიცენზირებას არ გაივლის.






.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უმეცარი სიჭინავასნაირია ქართული ფეხბურთიც, სანამ არ დაახვევინებთ მაგას მაქედან ასე მოვიგებთ ყველა თამაშს.
სკენდო
22:43 01-08-2012
0
me batumelebs da zogadad acharlebs did pativs vcem, gansakutrebit imitom, rom isini ar ganicdian im damaxinjebuli kulturis shemochras saqartveloshi rac bolo wlebshi ashkarad chans. batumis (aseve telavis da qutaisis) inteligencia da sazogadoeba msgavsi umecruli faqtebis shemoqmedi arasodes xdeba rasac ver vityvit tbilisze. aq dzalian bevri tendencia gauazrebeli auwon-dauwonavia dgemde. am kacis magivrad (da yvela im adamianis magivrad) vinc acharlebs tatrebs edzaxis an edzaxda bodishs me gixdit, tandatanobit mixvdebian adamianebi rom sanam rames ityvian unda icodnen kidec rame. sabednierod aris patriarqi romelmac dzalian kargad icis acharis fasi da mnishvneloba saqartvelos istoriashi kulturashi da shesabamisad awmyo-momavalshi. aseve getyvit rom zviad sichinava karga xans rusetshi cxovrobda mas ashkarad aqvs bevri problema saubarshi amis gamo. interviushi etyoba rom igi agfrtovanebulia am bavshvit da uxaria misi agmochena ase rom aramgonia es fraza shegnebulad etqvas. es ubralod umecrebit mouvida. me ki dzalian meechveba im jurnalists ramis shesworebis survili rom konoda, saubris shewyvetashi magat ver ajobeb, ogond mizezi mieci. da tu icoda da ar sheuswora eg uaresi danashaulia! saqartvelos nebismieri kutxis sheuracyofa mteli sakartvelos sheuracyofaa! kargad dafiqrdit xalxo sanam rames ityvit!!!! http://www.youtube.com/watch?v=aW_TjZVkd0U
bb king
01:20 01-03-2011
0

სიახლეები პოპულარული