გია ფირცხალავა ფედერაციას ვიცედ დაუბრუნდა

AutoSharing Option
უსპონსოროდ, უფულოდ და უფუნქციოდ დარჩენილი პროფესიული ფეხბურთის ლიგა ქაღალდზე არსებობს, მაგრამ რეალურად უფუნქციოდ არის დარჩენილი და ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება მომავალ სეზონამდე ჩამოერთვა. თანამშრომლები ოფისში აღარ დადიან, რადგან იჯარის გადაუხდელობის გამო, სპორტის დეპარტამენტმა ორგანიზაციას შენობა დააცლევინა. ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ლიგა არ გაუქმდება და აუცილებლად ამუშავდება, როდესაც შესაფერისი ფინანსური მდგომარეობა იქნება.

ამასობაში კი, ლიგის თავკაცი გია ფირცხალავა კვლავ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. ეს გადაწყვეტილება გუშინ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ფედერაციის აღმასკომის წევრებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ფირცხალავა ამ პოსტზე ჯერ კიდევ 2009
წლის საფეხბურთო რევოლუციის დროს დაინიშნა, როდესაც ნოდარ ახალკაცი გადადგა, ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი ახალი გუნდის შეკრება დაიწყო.

მას შემდეგ პოსტიდან პროფლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი გაგდადგა, ფედერაციაში ეროვნული ჩემპიონატის კურატორი ფირცხალავა კი მის ნაცვლად აირჩიეს.

აღმასკომის წევრებს ფირცხალავას ვიცე-პრეზიდენტად დაბრუნება სიჭინავამ შესთავაზა და, ცხადია, წინაღმდეგობა არ შეხვედრია. ამავე დროს, ფირცხალავას პროფლიგის პრეზიდენტის პოსტსაც შეინარჩუნებს.

მას კვლავ ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების კურირება დაევალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული