უმაღლესი ლიგა. XI ტური: "საბურთალომ" ფოთის "კოლხეთი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

- უმაღლესი ლიგა. XI ტური: "ჩიხურამ" მოიგო და საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა

დღის ბოლო მატჩი "წითელ ჯგუფში" "საბურთალოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის შედგა. "საბურთალომ" მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი საბურთალოელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ტაიმის მიწურულს ფრანცისკო გარსიამ გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, ფოთელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა რასიმ რამალდანოვმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა...

7 წუთში გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა, რომელმაც 63-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა - ამჯერად პენალტით.

ამის
მერე გიორგი ფანცულაიას ჯერიც დადგა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა - ფორვარდმა 70-ე, 83-ე, 84-ე წუთებზე გაიტანა.

"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 12 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, "კოლხეთი" კი 18 ქულით მეორეზე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს ბიჭებო მაქსიმუმი გაკეთებულია... მომავალი სეზონიდან უკვე სხვანაირ შედეგებს ველოდებით..
გიორგი
17:06 30-10-2016
0

სიახლეები პოპულარული