"სფფ-დან გარკვეულ პირებს "ზუგდიდის" უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ"

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" სპორტული დირექტორი მერაბ პერტაია ეჭვობს, რომ ფედერაციიდან გარკვეულ პირებს კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურს.

მანამდე ფეხბურთის ფედერაციამ მათ ზედა ეწერის სტადიონზე ბოლნისის "სიონთან" თამაშზე უარი უთხრა და ალტერნატიული სტადიონის შერჩევა შესთავაზა.

- "ზუგ­დიდს" "სიონთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ სტა­დი­ო­ნი და­უ­ხუ­რეს

როგორც "ინტერპრესნიუსს" პერტაიამ განუცხადა, რეალურად, ზედა ეწერის სტადიონი თამაშისთვის ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს.

"ფედერაციიდან რამდენიმე დღის წინ იყვნენ ჩამოსულები. ისინი სტადიონზე ნორმალურად არც კი შემოსულან, ისე გადაიღეს ფოტოები. აქ მაშინ ფოთლები ეყარა და ალბათ, ჩათვალეს, რომ სტადიონი სათამაშოდ გამოუსადეგარი
იყო. თუმცა სტადიონს ჩვენ ყველა თამაშის წინ ვასუფთავებთ და ვამზადებთ მატჩისთვის.

თქვენც ხედავთ, რომ ეს სტადიონი დღეს თამაშისთვის ნორმალურ მდგომარეობაშია. ასეთი სტადიონი თავად ბოლნისშიც არ არის, რომლის გუნდიც უნდა ჩამოსულიყო ხვალ ჩვენთან სათამაშოდ.

ხვალინდელი თამაში არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეული პირები ცდილობენ, რომ "ზუგდიდი" საერთოდ გავარდეს უმაღლესი ლიგიდან. თავისთავად, ამ ყველაფერს გარკვეული პირები, ალბათ, ფედერაციიდანაც უწყობენ ხელს.

ჩვენ ვთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციას, ჩამოვიდნენ დღეს, შეამოწმონ სტადიონი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა პერტაიამ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
Bombeidan londonamde gvirabis gatxrasac tqven gabraleben...
kaxa
06:00 05-11-2016
0
ზედაეწერში რო ითამაშონ დაგლიჯავენ ყველაფერს.გუნდში რა სიტუაციაა ვხედავთ.ეს ეგრეთწოდებული ინვესტორები სად არიან?ჩამოვლენ როცა გავარდება ზუგდიდი?მერე ვის რაში ჭირდება ესენი?რამე გაეკეთებინათ გუნდისთვის.თითი თითზე არ დაუკარებიათ.ვინაა საერთოდ ამ გუნდში რეალურად პრეზიდენტი ან დირექტორი ან ვიცეპრეზიდენტი კაცმა არ იცის.ზოგიერთი ისეთი ადამიანი მუშაობს გუნდში რომელსაზ ფეხბურთი ჭირივით ეზიზღება.ფეხბურთელებზე მეტი ეგრეთწოდებული უფროსობაა გაფორმებული.ასე რომ ძაან ცუდადაა ზუგდიდის ფეხბურთი და განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ ისევ ზუგდიდელებმა
გოგა
00:15 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული