უმაღლესი ლიგა. XII ტური: "სამტრედიამ" საჩემპიონო პლეი ოფი გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XII ტური "წითელ ჯგუფში" ჩატარებული ორი მატჩით გაიხსნა.

პლეი ოფის საგზური გაინაღდა ჯგუფის ლიდერმა "სამტრედიამ", რომელმაც ქობულეთში ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 მოუგო და 24 ქულით მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. "კოლხეთთან" მატჩში დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ "თეთრ ჯგუფიდან" საგზური მანამდე საჩხერის "ჩიხურამ" მოიპოვა. გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა.

დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც გორში "დილასა" და "საბურთალოს" შორის გაიმართა, გოლი არ გასულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის დანარჩენი შეხვედრები კვირას, 6
ნოემბერს გაიმართება. იხილეთ წინასწიტყვაობა:
- უმაღ­ლე­სი ლი­გის XII ტუ­რის წი­ნათ­ქ­მა: ევროპაზე იფიქრონ, თუ გადარჩენაზე?

უმაღლესი ლიგა. XII ტური
წი­თე­ლი ჯგუ­ფი
05.11. გო­რი. თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძე
დი­ლა-სა­ბურ­თა­ლო 0:0

05.11. ქო­ბუ­ლე­თი. ჩე­ლე არე­ნა
კოლ­ხე­თი-სამ­ტ­რე­დია 1:3
გოლები: 0:1, 0:2  ბუდუ ზივზივაძე (25, 40), 0:3 დავით რაჟამაშვილი (43), 1:3 გურამ ლუკავა (პენ. 52).

06.11. სამტრედია. 14:00
ზუგ­დი­დი-სი­ო­ნი

თეთ­რი ჯგუ­ფი
06.11. ქო­ბუ­ლე­თი. ჩე­ლე არე­ნა. 14:00
შუ­ქუ­რა-დი­ნა­მო (თბ)

06.11. თბი­ლი­სი. მი­ხე­ილ მეს­ხი. 14:00
ლო­კო­მო­ტი­ვი-ცხინ­ვა­ლი

06.11. გო­რი. ქუ­თა­ი­სი. რა­მაზ შენ­გე­ლია. 18:00
ტორ­პე­დო-გუ­რია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სამტრედია ნებისმიერს მოუგებს ჰანდიკაპით ეროსიზე ამაში ეჭვი არავის შეეპაროს
SAMTREDIA BEST OF ALL TIME
gigush26
21:16 06-11-2016
0
BIDZINAS DA KALADZIS GUNDEBI : ) FIFIA GADAAGDES WELS
misha
22:35 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული