უმაღლესი ლიგა. XII ტური: "ტორპედომ" პრინციპულ მატჩში "გურია" გაანადგურა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა. ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის ჩატარდა.

- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება

ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
ანგარიშიც დააფიქსირა.

"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ