უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "სამტრედია" შინ "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. "წითელ ჯგუფში" ლიდერმა "სამტრედიამ", რომელმაც უკვე გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში თამაში, გორის "დილას" უმასპინძლა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც საკუთარ კარში ბურთი გიული მანჯგალაძემ ჩაჭრა. "დილამ" შეხვედრის საბოლოო ანარიში 31-ე წუთზე ნიკა ელიაურის გოლით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "დილამ" 14 ქულა დააგროვა და ცხრილში დროებით მე-4 პოზიციაზე აღზევდა.

"წითელი ჯგუფში" XIII ტურის კიდევ ორი მატჩი: "სიონი"-"დინამო" (ბთ) და
"საბურთალო"-"ზუგდიდი" ხვალ, 20 ნოემბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
წითელი ჯგუფი
სამტრედია-დილა 0:2
გოლები: 0:1 გიული მანჯგალაძე (ავტოგოლი), 0:2 ნიკა ელიაური (31).
გაძევება: თემურ ღონღაძე (55, დილა).

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
სიონი-დინამო (ბთ)

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-ზუგდიდი.