ლევან სალუქვაძე: "დინამო" სტადიონის აგებას დიღომში, იმ ადგილზე აპირებს...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ Sportall.ge-სთან კლუბის მიერ ახალი სტადიონის აგების შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მანამდე ჩვენთან საუბარში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია, კლუბს 3-5 ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამოს" პირველი გუნდიც ითამაშებს. გროზნის თქმით, ამის შესახებ ის კლუბის პრეზიდენტსაც ესაუბრა...

- გროზნის ცარიელი "დინამო არენა" არ მოსწონს - ფიფია ახალი სტადიონის აგებას იწყებს?

როგორც სალუქვაძემ გვითხრა, ახალი სტადიონის აგება კლუბის სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის და ამ იდეის განხორციელება რომან ფიფიას დიღმის
მასივში, "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის გვერდით სურს, ანუ იქ, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

- საფრთხე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო და ქალაქის მოსახლეობა უნდა გააერთიანოს

"საუბარი იმ ტერიტორიაზეა, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქციებიც გაიმართა... ეს კორპუსი უნდა დაჰყურებდეს ბაზას და ამახინჯებდეს აქაურობას.

სწორედ ამიტომ, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თუკი თბილისის მერია მშენებელ კომპანიას ალტერნატიულ ადგილს გამოუძებნის, კლუბი აღნიშნულ ტერიტორიას თავად შეისყიდის, ააშენებს მცირე ზომის სტადიონს, თავისი სკვერით.

ამ სტადიონზე "დინამოს" ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ და ზოგჯერ, შესაძლოა, ამხანაგური მატჩები მთავარმა გუნდმაც ჩაატაროს. იმხელა "დინამო არენა" გვაქვს, ჩემპიონატის მატჩები გუნდმა სხვაგან რატომ უნდა ითამაშოს?

მერიასთან უკვე მიმდინარეობს საუბარი. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა აღნიშნული ტერიტორიის მფლობელმაც გამოთქვა", - განაცხადა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დიღმელებს გვინდა სტადიონი და არა მემილიონე კორპუსი , მიეცით უფლება ამ ხალხს ააშენონ სტადიონი !
ლევან
00:19 25-11-2016
0
იმედია გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და კორპუსების ნაცვლად, სტადიონი აშენდება, წარმატებები დინამოს და მის პრეზიდენტს ყველა კარგ საქმეში.
მერაბ
23:59 24-11-2016
0

სიახლეები პოპულარული